loading...

სელტა
2-2
რეალი

22.09.2018 22:45
სტადიონი: MONTILIV
ლალიგა
N
კლუბები
1
ბარსელონა
66
27
2
ატლეტიკო
56
28
3
რეალი
54
28
4
ხეტაფე
46
28
5
ალავესი
44
28
ბომბარდირები
N
ფეხბურთელები
1
მესი
17
2
სუარესი
14
3
სტუანი
12
4
ასპასი
10
გამოკითხვა
FACEBOOK
ნავასი პსჟ-ში?
ნავასი პსჟ-ში?
6-06-2019, 23:30
153 / 0
მას შემდეგ, რაც ჯანლუიჯი ბუფონისა და პსჟ-ს გზები საბოლოოდ გაიყარა, პარიზელებმა ახალი მეკარის ძებნა დაიწყეს და მადრიდის „რეალის“ გოლკიპერით - კეილორ ნავასით დაინტერესდნენ.

Marca-ს ინფორმაციით, საფრანგეთის დედაქალაქში გადასვლაზე უარს არც 32 წლის ნავასი აცხადებს და მხარეებმა პირველად შეთანხმებას უკვე მიაღწიეს, თუმცა მოლაპარაკებების მთავარი ეტაპი ჯერჯერობით არ შემდგარა.

„პარი სენ ჟერმენის“ მთავარ მეკარედ ამჟამად ალფონს არეოლა ითვლება, რომელმაც გასულ სეზონში ბუფონზე 6-ით მეტი მატჩი ჩაატარა. ნავასი იმედოვნებს, რომ არეოლასთვის სრულფასოვანი კონკურენციის გაწევას შეძლებს და სათანადო სათამაშო დრო მიეცემა.

კეილორ ნავასი „რეალის“ შემადგენლობაში 2014 წლიდან თამაშობს. ზინედინ ზიდანმა სეზონის ბოლოს მას გამოუცხადა, რომ მომდევნო სეზონისთვის მთავარ მეკარედ ტიბო კურტუას მოიაზრებს, რამაც ნავასს „სანტიაგო ბერნაბეუდან“ აბარგება გადააწყვეტინა.
ინფორმაცია
მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.