loading...

სელტა
2-2
რეალი

22.09.2018 22:45
სტადიონი: MONTILIV
ლალიგა
N
კლუბები
1
ბარსელონა
66
27
2
ატლეტიკო
56
28
3
რეალი
54
28
4
ხეტაფე
46
28
5
ალავესი
44
28
ბომბარდირები
N
ფეხბურთელები
1
მესი
17
2
სუარესი
14
3
სტუანი
12
4
ასპასი
10
გამოკითხვა

ვინ გადავა ამ ზაფხულს რეალში???

FACEBOOK
50 მილიონს + ბეილი რაშფორდის სანაცვლოდ?
50 მილიონს + ბეილი რაშფორდის სანაცვლოდ?
6-06-2019, 23:27
199 / 0
მადრიდის „რეალმა“ 2018-19 წლების სეზონი უჩვეულოდ ცუდად ჩაატარა და ზაფხულში ძირეული რეფორმების გატარებას აპირებს. ზინედინ ზიდანის გუნდში დაბრუნების შემდეგ „სამეფო კლუბის“ გულშემატკივრები მომავალს იმედიანად უყურებენ და დარწმუნებულები არიან, რომ „ლოს ბლანკოსი“ უახლოეს პერიოდში შემადგენლობის გასაძლიერებლად ყველაფერს გააკეთებს.

„სანტიაგო ბერნაბეუს“ ბინადრები რამდენიმე ფეხბურთელის შეძენაზე არიან ორიენტირებული. Diario Gol-ის ინფორმაციით მათ შორის „მანჩესტერ იუნაიტედის“ ახალგაზრდა თავდამსხმელი, მარკუს რაშფორდიც გახლავთ.

„ზიზუს“ და ფლორენტინო პერესს თავდაპირველად ნეიმარი-მბაპეს დუეტიდან ერთ-ერთის გადაბირება სურდათ, მაგრამ რიგ მიზეზთა გამო უკან დაიხიეს და ყურადღება „წითელი ეშმაკების“ 21 წლის ფორვარდს მიაპყრეს.

მადრიდელებს მანჩესტერელების დაყოლიება ძალიან გაუჭირდებათ. „იუნაიტედი“ საკუთარი აკადემიის აღზრდილ მოთამაშეს იოლად არ შეელევა და მისი ტრანსფერის სანაცვლოდ სოლიდურ თანხას მოითხოვს. თუმცა Diario Gol-ის ცნობით „რეალის“ წარმომადგენლებს გეგმა აქვთ შემუშავებული.

„სამეფო კლუბის“ მესვეურები აპირებენ „წითელ ეშმაკებს“ ინგლისელი ახალგაზრდას სანაცვლოდ 50 მილიონი ევრო და გარეტ ბეილი შესთავაზონ. „სანტიაგო ბერნაბეუს“ ბინადრებს უელსელი ფეხბურთელის მოშორება დიდი ხანია სურთ და ესპანურ გამოცემას თუ დავუჯერებთ ოპტიმალურ ვარიანტს მიაგნეს. განაცხადებს თუ არა "მანჩესტერი" თანხმობას ცალკე საკითხია, თუმცა რამდენიმე კვირის წინ ბრიტანულ პრესაში იწერებოდა, რომ "ოცნებათა თეატრის" მესვეურებს უელსელი შემტევის საკუთარ რიგებში ხილვა სურდათ.
ინფორმაცია
მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.