loading...

სელტა
2-2
რეალი

22.09.2018 22:45
სტადიონი: MONTILIV
ლალიგა
N
კლუბები
1
ბარსელონა
66
27
2
ატლეტიკო
56
28
3
რეალი
54
28
4
ხეტაფე
46
28
5
ალავესი
44
28
ბომბარდირები
N
ფეხბურთელები
1
მესი
17
2
სუარესი
14
3
სტუანი
12
4
ასპასი
10
გამოკითხვა

ვინ გადავა ამ ზაფხულს რეალში???

FACEBOOK
მბაპე "რეალში"? ფრანგმა პერესს მოთხოვნები წაუყენა
მბაპე
6-06-2019, 23:25
351 / 0
პარი სენ-ჟერმენის“ ახალგაზრდა სუპერვარსკლავმა, კილიან მბაპემ ზაფხულში შესაძლოა „პარკ დე პრენსი“ დატოვოს და კარიერა „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გააგრძელოს. 20 წლის ფეხბურთელი მსოფლიო ჩემპიონი და ლიგა ერთის სამგზის ტრიუმფატორია, თუმცა ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებისთვის ჯერჯერობით არ მიუღწევია.

Diario Gol-ის ინფორმაციით მბაპეს სჯერა, რომ „რეალში“ გადასვლა ოცნების ახდენაში დაეხმარება და ევროპული ფეხბურთის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირს სწორედ „სამეფო კლუბში“ მოიგებს.

„პსჟ-ს“ ერთ-ერთი ლიდერის გადაბირებით მადრიდელებიც დაინტერესებულები არიან. ფლორენტინო პერესი მზადაა პარიზულ გუნდს წინადადებით მიმართოს, თუმცა მბაპეს მიერ წაყენებული მოთხოვნების გამო ჯერჯერობით თავს იკავებს.

ესპანური გამოცემის ცნობით კილიანს სურს ყოველწლიურად იმდენი გადაუხადონ, რამდენსაც „ბარსელონას“ ლიდერი, ლეო მესი იღებს. არგენტინელის ანაზღაურება ყოველწლიურად 40 მილიონ ევროს შეადგენს. ამასთან ერთად მბაპემ „რეალს“ მოსთხოვა კლუბმა სახლის ქირა და იქ მომუშავე პერსონალის, მზარეულის და შეფის ხელფასი დაფაროს.

„პარკ დე პრენსზე“ კილიან მბაპეზე დიდ იმედებს ამყარებენ და რთული წარმოსადგენია 20 წლის ფეხბურთელს იოლად შეელიონ, თუმცა ფლორენტინო პერესის შესაძლებლობებში ეჭვის შეტანა დიდი შეცდომა იქნებოდა. „რეალის“ პრეზიდენტს რამდენიმე სუპერვარსკლავი ჰყავს გადაბირებული და გამორიცხული არაა მათ რიგებს მბაპეც შეემატოს.
ინფორმაცია
მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.