loading...

სელტა
2-2
რეალი

22.09.2018 22:45
სტადიონი: MONTILIV
ლალიგა
N
კლუბები
1
ბარსელონა
66
27
2
ატლეტიკო
56
28
3
რეალი
54
28
4
ხეტაფე
46
28
5
ალავესი
44
28
ბომბარდირები
N
ფეხბურთელები
1
მესი
17
2
სუარესი
14
3
სტუანი
12
4
ასპასი
10
გამოკითხვა
FACEBOOK
რეალი შენება იწყება
რეალი შენება იწყება
3-06-2019, 23:46
491 / 0
მადრიდის რეალში დატვირთული კვირა იწყება. ესპანელები ერთბაშად სამი ფეხბურთელის გაფორმებას შეეცდებიან. მათი მიზანი, ედენ აზარის, ლუკა იოვიჩისა და ფერლან მენდის ტრანსფერის უახლოეს დღეებში დასრულებაა.

დიდია ალბათობა, რომ სამივე მათგანი სანაკრებო პაუზის შემდეგ, არდადეგებს მადრიდის რეალის ფეხბურთელის რანგში შეხვდეს და კლუბში 8 ივლისს, სეზონის მოსამზადებელ ეტაპზე დაბრუნდნენ.

ფანებისთვის ყველაზე სასურველი შენაძენი ედენ აზარი იქნება, რომლის დადასტურებასაც პირველს ელოდებიან. ოფიციალურად არაფერი გარკვეულა, თუმცა, მადრიდის რეალის და ჩელსის საუბრები წინ მიიწევს. Marca–ს ცნობით, მოლაპარაკებები 120 მილიონ ევროზე მიმდინარეობს, მაგრამ ესპანელებს მისი შემცირება სურთ. მათივე მტკიცებით, რაიმე გაუთვალისწინებლის შემთხვევაში, ტრანსფერი უახლოეს დღეებში გაოფიციალურდება.

მენდის ტრანსფერიც დასრულების პირასაა. რეალის წარმომადგენლებს ლიონში შეხვედრები ჰქონდათ და ყველაფრის დასრულებამდე მცირე დეტალებია დარჩენილი.

შედარებით ჩიხშია ლუკა იოვიჩის ტრანსფერი. გერმანელები მასში 70 მილიონ ევროს ითხოვენ და ბოლომდე გარკვეული არაფერია.

შესაძლო ტრანსფერების შემთხვევაში, მათი ფანებისთვის წარდგენა სანაკრებო პაუზის შემდეგ არის დაგეგმილი. პირველი აზარის ტრანსფერის პრეზენტაციაა ჩანიშნული. ბელგიელი ახალწვეულთა რიგებში როდრიგოსა და მილიტაოს შეუერთდება.
ინფორმაცია
მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.