loading...

სელტა
2-2
რეალი

22.09.2018 22:45
სტადიონი: MONTILIV
ლალიგა
N
კლუბები
1
ბარსელონა
66
27
2
ატლეტიკო
56
28
3
რეალი
54
28
4
ხეტაფე
46
28
5
ალავესი
44
28
ბომბარდირები
N
ფეხბურთელები
1
მესი
17
2
სუარესი
14
3
სტუანი
12
4
ასპასი
10
გამოკითხვა

ვინ გადავა ამ ზაფხულს რეალში???

FACEBOOK
რეალი 14 ფეხბურთელისთვის ახალი კლუბის ძებნას შეუდგა
რეალი 14 ფეხბურთელისთვის ახალი კლუბის ძებნას შეუდგა
15-05-2019, 23:58
336 / 1
მრავალჯერ დაწერილა იმ ფეხბურთელების შესახებ, რომლებიც რეალიდან წასვლის მთავარი კანდიდატები არიან. ედენ აზარის ტრანსფერი, ფაქტობრივად, დადასტურებულია, პოლ პოგბა ზიდანის სურვილების სიაშია, ფერლან მენდი მარსელოს შემცვლელად განიხილება, ხოლო ლუკა იოვიჩს შეტევაში ქარიმ ბენზემას დამხმარედ მოიაზრებენ.

რეალობა ის გახლავთ, რომ მათ მოსვლამდე კლუბში წმენდა უნდა დაიწყოს. ცდილობენ, 14 ფეხბურთელისთვის ახალი კლუბი იპოვონ. მათგან უმრავლესობა ზიდანის გეგმებში არ არის.

8 ივლისს, ამერიკაში ამხანაგური შეხვედრებისთვის, რეალს 19 ფეხბურთელი უნდა ჰყავდეს. მათ შორის, 3 მეკარე – ტიბო კურტუა, ანდრეი ლუნინი და ლუკა ზიდანი. კეილორ ნავასს გუნდიდან წასვლის სურვილი უკვე გაჟღერებული აქვს.

მცველებიდან დანი კარვახალი, ალვარო ოდრიოსოლა, სერხიო რამოსი, რაფაელ ვარანი, ნაჩო, მარსელო და ედერ მილიტაო არიან. მათ რიცხვს, შესაძლოა, მენდიც შეუერთდეს.

ნახევარდაცვა ის პოზიციაა, სადაც ბევრი ახალი სახე იქნება. უპირველესი სამიზნე პოგბაა. ამასთან, საუბრები დონი ვან დე ბეეკზე, მირალენ პიანიჩზე და კრისტიან ერიქსენზეც მიმდინარეობს. აქედან რომელიმე, შესაძლოა, ტონი კროოსს, ლუკა მოდრიჩს, ფედერიკო ვალვერდესა და მარკო ასენსიოს შეუერთდეს.

თავდამსხმელებიდან ტურნეზე ქარიმ ბენზემა, ვინისიუსი და როდრიგო მოხვდებიან. მათ, დიდი ალბათობით, ედენ აზარი და ლუკა იოვიჩი შეუერთდებიან.

რაც შეეხება წამსვლელებს. კეილორ ნავასის სიტუაცია გადაწყვეტილია, ისევე როგორც გარეთ ბეილის. მათ შორის, ხესუს ვალეხო და სერხიო რეგილონი ახალ სეზონში „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ვერ ითამაშებენ. კლუბი არც თეო ერნანდესის დაბრუნებას აპირებს.

დანი სებალოსი და მარკოს ლორენტე ზიდანის გეგმებში არ შედიან. მატეო კოვაჩიჩი, ხამეს როდრიგესი, მარტინ ოდეგაარი და ოსკარ როდრიგესი, დიდი ალბათობით, კვლავ სხვა გუნდში იასპარეზებენ.

რაულ დე ტომასი და ბორხა მაიორალი დაბრუნდებიან, ხოლო ისკოს წასვლა მოუწევს. ლუკას ვასკესის, ბრაჰიმ დიასისა და მარიანო დიასის მომავალი ბუნდოვანია.
კომენტარები:  1
ჯგუფი: მომხმარებელი
სტატუსი:  გასულია
№  1    Ako-cr7   
16 მაი 2019 10:48
Isco, bale, james, kovacic, vallejo, nacho, theo, llorente eseni iechveli unda gaushvan da navasic ro midis prosta eg menaneba marto
ინფორმაცია
მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.