loading...

სელტა
2-2
რეალი

22.09.2018 22:45
სტადიონი: MONTILIV
ლალიგა
N
კლუბები
1
ბარსელონა
66
27
2
ატლეტიკო
56
28
3
რეალი
54
28
4
ხეტაფე
46
28
5
ალავესი
44
28
ბომბარდირები
N
ფეხბურთელები
1
მესი
17
2
სუარესი
14
3
სტუანი
12
4
ასპასი
10
გამოკითხვა
FACEBOOK
აზარი საათებს ითვლის
აზარი საათებს ითვლის
15-05-2019, 11:24
214 / 0
ფაქტობრივად, უკვე გადაწყვეტილია, რომ ედენ აზარი მადრიდის რეალში ითამაშებს. ჩელსის სატრანსფერო ბანის მიუხედავად, ბელგიელი მადრიდულ კლუბში მაინც გადავა. როგორც კვირას განაცხადა, გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს, რაც კლუბის წარმომადგენლებმაც იციან.

L'equpe-ს ცნობით, ტრანსფერი ოფიციალურად 30 მაისს დადასტურდება, მას შემდეგ, რაც აზარი ჩელსის რიგებში უკანასკნელ შეხვედრას ჩაატარებს ევროპის ლიგის ფინალში.

– ედენი კლუბში 7 სეზონის განმავლობაში თამაშობს, ამიტომ მის გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ, – განაცხადა კლუბის თავკაცმა, მაურისიო სარიმ, ლესტერთან გამართული შეხვედრის შემდეგ.

ბელგიელი ფლორენტინო პერესისთვის იდეალური შენაძენია, იმის გათვალისწინებითაც, რომ ნეიმართან შედარებით, ნაკლები თანხის დათმობა მოუწევს. დადასტურებულია, რომ აზარი გულშემატკივრების წინაშე ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე წასვლამდე წარსდგება.

უცხო არ გახლავთ, რომ მისი სურვილი ზინედინ ზიდანთან მუშაობაა. 1998 წლის მუნდიალზე მას ფრანგის 10-ნომრიანი მაისური ეცვა.
ინფორმაცია
მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.