loading...

სელტა
2-2
რეალი

22.09.2018 22:45
სტადიონი: MONTILIV
ლალიგა
N
კლუბები
1
ბარსელონა
66
27
2
ატლეტიკო
56
28
3
რეალი
54
28
4
ხეტაფე
46
28
5
ალავესი
44
28
ბომბარდირები
N
ფეხბურთელები
1
მესი
17
2
სუარესი
14
3
სტუანი
12
4
ასპასი
10
გამოკითხვა
FACEBOOK
ხამესი + 350 მლნ. ევრო ნეიმარის სანაცვლოდ
ხამესი + 350 მლნ. ევრო ნეიმარის სანაცვლოდ
14-05-2019, 20:05
181 / 0
ესაძლოა, ბრაზილიელი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მთავარი გმირი გახდეს...

პარი სენ-ჟერმენი ნეიმარის სანაცვლოდ 350 მილიონი ევროს მიღებაზე უარს არ იტყვის..

საპირისპირო მიმართულებით ხამეს როდრიგესის გადაბარგებას ელოდებიან..

გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, პარი სენ-ჟერნემის თავდამსხმელი ნეიმარი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მადრიდის რეალში სარეკორდო ფასად გადაბარგდეს, მის ნაცვლად პარიზულმა კლუბმა კი კოლუმბიელი ნახევარმცველი ხამეს როდრიგესი დაიმატოს, რომელსაც ბაიერნში დარჩენა, ნიკო კოვაჩთან არცთუ კარგი ურთიერთობის გამო, აღარ სურს.


Sport Bild-ზე დაყრდნობით AS წერს, რომ ხამეს როდრიგესმა თანაგუნდელებს უკვე აცნობა პარიზულ კლუბში შესაძლო გადარაბარგების შესახებ.

27 წლის ხამეს როდრიგესზე უფლებებს მადრიდის რეალი ფლობს, ბაიერნში კი ის იჯარით მეორე სეზონს ატარებს. დიდი ალბათობით, ბავარიელები ფეხბურთელის კონტრაქტს 42 მილიონ ევროდ არ გამოისყიდიან და ვინაიდან ის არც ზინედინ ზიდანს სჭირდება, მადრიდელები ხამესს ტრანსფერზე დააყენებენ.

რაც შეეხება ნეიმარს, გავრცელებული ხმებით, ბრაზილიელი უკმაყოფილოა იმით, თუ როგორ ვითარდება პსჟ-ში მისი კარიერა და წასვლა სურს. თავის მხრივ, ფლორენტინო პერესს, ჩავარდნილი სეზონის შემდეგ, ზაფხულში გუნდის გაძლიერება სურს და ტრანსფერებში დიდი თახნის დახარჯვას აპირებს. იწერება, რომ რეალს ნეიმარის შეძენა 350 მილიონი ევრო დაუჯდება, ხოლო თუ ტრანსფერი შედგება, პსჟ ბრაზილიელის სანაცვლოდ ხამესს მიიღებს.

ნეიმარმა, რომელიც პსჟ-ში ბარსელონიდან სარეკორდო 222 მილიონ ევროდ გადავიდა, პარიზელთა მაისურით ამ სეზონში ყველა ტურნირის 27 მატჩში ითამაშა, გაიტანა 22 გოლი და შეასრულა 12 საგოლე პასი.

ხამეს როდრიგესი რეალიდან ბაიერნში იჯარით 2017 წლის ზაფხულში წავიდა. კოლუმბიელმა მიუნხენელთა მაისურით ამ სეზონში 28 შეხვედრაში ითამაშა, გაიტანა 7 გოლი და შეასრულა 6 საგოლე პასი.
ინფორმაცია
მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.