loading...

სელტა
2-2
რეალი

22.09.2018 22:45
სტადიონი: MONTILIV
ლალიგა
N
კლუბები
1
ბარსელონა
66
27
2
ატლეტიკო
56
28
3
რეალი
54
28
4
ხეტაფე
46
28
5
ალავესი
44
28
ბომბარდირები
N
ფეხბურთელები
1
მესი
17
2
სუარესი
14
3
სტუანი
12
4
ასპასი
10
გამოკითხვა
FACEBOOK
აზარი რეალის ფეხბურთელია?
აზარი რეალის ფეხბურთელია?
14-05-2019, 19:59
144 / 0
მთელი დღის განმავლობაში, ევროპული მედია საშუალებები ერთხმად იუწყებოდნენ, რომ ევროპის ლიგის ფინალის დასრულების შემდეგ, მადრიდის რეალი ედენ აზარის ტრანსფერს ოფიციალურად დაადასტურებს.

როგორც ფეხბურთელთან, ისე არისტოკრატებთან სამეფო კლუბმა შეთანხმებას მიაღწია და ბოლო თვეების მთავარი სამიზნის დასამატებლად 100 მილიონ ევროს გადაიხდის.

ბელგიის ნაკრების შემტევმა მცირე ხნის წინ თქვა, რომ კარიერული მომავლის შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიღებული ჰქონდა, თუმცა დამატებითი დეტალები აღარ გაუხმაურებია.

ჩელსის ათიანის ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულის რიგებში გადაბარგებაში წვლილი ყოფილ თანაგუნდელ ტიბო კურტუასა და ლონდონურ კლუბში იჯარით მყოფ მატეო კოვაჩიჩსაც მიუძღვით. L'Equipe-ის ცნობით, 28 წლის ფეხბურთელის დაყოლიება სწორედ მათ შეძლეს.

ევროპის ლიგის ფინალი 29 მაისს, ბაქოში გაიმართება, სადაც ლონდონური დერბი შედგება - ჩელსი არსენალს დაუპირისპირდება

აზარი ჩელსიში 2012 წლიდან ირიცხება, მას მერე ბელგიელმა კლუბთან ერთად 5 ტიტული მათ შორის ორჯერ პრემიერლიგა მოიგო. აზარმა 351 მატჩში 108 გოლი გაიტანა და კლუბის ისტორიაში მეათე ცენტურიონი გახდა.
ინფორმაცია
მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.