loading...

სელტა
2-2
რეალი

22.09.2018 22:45
სტადიონი: MONTILIV
ლალიგა
N
კლუბები
1
ბარსელონა
66
27
2
ატლეტიკო
56
28
3
რეალი
54
28
4
ხეტაფე
46
28
5
ალავესი
44
28
ბომბარდირები
N
ფეხბურთელები
1
მესი
17
2
სუარესი
14
3
სტუანი
12
4
ასპასი
10
გამოკითხვა
FACEBOOK
რუდ გულიტი: "ედენ აზარი ცდუნებას ვერ გაუძლებს და "რეალში" გადავა"
რუდ გულიტი:
13-05-2019, 15:54
155 / 0
ჰოლანდიის ეროვნული ნაკრებისა და "ჩელსის" ლეგენდა რუდ გულიტი თვლის, "არისტოკრატების" ნახევარმცველი ედენ აზარი "რეალში" გადასვლის ცდუნებას ვერ გაუძლებს და "ლოს ბლანკოსს" ზაფხულში შემოუერთდება.

"ვიმედოვნებ, რომ აზარი "ჩელსიში" დარჩება, მაგრამ მადრიდის "რეალს" წინააღმდეგობას ვერავინ უწევს. "ლოს ბლანკოსი" ხომ მსოფლიოს საუკეთესო კლუბია. ვფიქრობ, რომ აზარი "თეთრებისთვის" სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებს, რადგანაც ცდუნებას ვერ გაუძლებს. მადრიდელებს დიდი გეგმები აქვთ. უნდა მოვიცადოთ და ვნახოთ, თუ როგორ განვითარდება მოვლენები." - ციტირებს ბრიტანული გამოცემა "Goal" 56 წლის გულიტის სიტყვებს.

ბელგიელი გარემარბი "ჩელსიში" 2012 წლიდან ასპარეზობს. მიმდინარე სეზონში, 28 წლის ფეხბურთელი შესანიშნავ ფორმას დემონსტრირებს. ყველა ტურნირის ჯამში, "არისტოკრატების" რიგებში, აზარმა 50 მატჩი ჩაატარა. მან 19 გოლი გაიტანა და 16 რეზულტატიური გადაცემა შეასრულა. ინგლისურ პრემიერ ლიგაში, "ჩელსიმ" 37 მატჩის შემდგომ 71 ქულა მოაგროვა და სატურნირო ცხრილში მე-3 პოზიციას იკავებს. ლონდონური კლუბი ევროპის ლიგის ფინალში გავიდა, სადაც ასევე ლონდონურ გრანდს, "არსენალს" დაუპირისპირდება.

ცოტა ხნის წინ, აზარმა განაცხადა, რომ თავადაც არ იცის რა გადაწყვეტილებას მიიღებს. რაც შეეხება "ლურჯების" მთავარ მწვრთნელ მაურიციო სარის, მან თქვა, რომ ევროპის ლიგაზე გამარჯვება საკმარისი არ იქნება აზარის გუნდში შესანარჩუნებლად.
ინფორმაცია
მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.