loading...

სელტა
2-2
რეალი

22.09.2018 22:45
სტადიონი: MONTILIV
ლალიგა
N
კლუბები
1
ბარსელონა
66
27
2
ატლეტიკო
56
28
3
რეალი
54
28
4
ხეტაფე
46
28
5
ალავესი
44
28
ბომბარდირები
N
ფეხბურთელები
1
მესი
17
2
სუარესი
14
3
სტუანი
12
4
ასპასი
10
გამოკითხვა

ვინ გადავა ამ ზაფხულს რეალში???

FACEBOOK
რეალის ტანჯვა გრძელდება - მადრიდელები სოსიედადთან დამარცხდნენ
რეალის ტანჯვა გრძელდება - მადრიდელები სოსიედადთან დამარცხდნენ
12-05-2019, 23:54
102 / 0
ზინედინ ზიდანის გუნდმა მორიგი საგარეო მატჩი წააგო.

ლა ლიგის 37-ე ტურში "სამეფო კლუბი" "რეალ სოსიედადს" "ანოეტაზე" ესტუმრა და ზიდანის დაბრუნების შემდეგ, პირველი საგარეო გამარჯვების მოპოვება ჰქონდა მიზნად.

შეხვედრა მადრიდელთათვის ჩინებულად დაიწყო - მეექვსე წუთზე ბრაჰიმ დიასმა სოლო რეიდის შემდეგ მოახერხა ბასკების კარის აღება. თუმცა, "სოსიედადმა" ანგარიში პირველივე ტაიმში გაათანაბრა და წინ გასვლის შანსიც ჰქონდა - ხესუს ვალიეხომ ბურთი ცარიელი კარიდან ხელით გამოიტანა და "რეალის" კარში თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, ახალგაზრდა მცველს კი პირდაპირი წითელი ბარათი უჩვენეს.

პენალტი ტიბო კურტუამ მოიგერია და პირველ ტაიმში თავის გუნდს ფრე მოუტანა - თუმცა, მეორე ნახევარი მასპინძელთა სრული დომინირებით წარიმართა - ბასკებმა "რეალს" ორი უპასუხო გოლი გაუტანეს და დამაჯერებელი გამარჯვებაც მოიპოვეს.
ინფორმაცია
მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.