loading...

სელტა
2-2
რეალი

22.09.2018 22:45
სტადიონი: MONTILIV
ლალიგა
N
კლუბები
1
ბარსელონა
66
27
2
ატლეტიკო
56
28
3
რეალი
54
28
4
ხეტაფე
46
28
5
ალავესი
44
28
ბომბარდირები
N
ფეხბურთელები
1
მესი
17
2
სუარესი
14
3
სტუანი
12
4
ასპასი
10
გამოკითხვა
FACEBOOK
3 რეალური, 3 საეჭვო: რა სიტუაციაა რეალის ტრანსფერებთან დაკავშირებით? - Marca
3 რეალური, 3 საეჭვო: რა სიტუაციაა რეალის ტრანსფერებთან დაკავშირებით? - Marca
12-05-2019, 10:11
249 / 0
ესპანური გამოცემა Marca მადრიდის "რეალის" სატრანსფერო საქმიანობაზე წერს.

"სამეფო კლუბს" აქტიური სატრანსფერო ზაფხული ელის და ეს აღარავისთვისაა სიახლე. მადრიდელები სხვადასხვა ვარიანტებს არჩევენ და ჯერჯერობით, ხელმძღვანელობა და მწვრთნელი ერთ აზრამდე მხოლოდ სამი ფეხბურთელის ტრანსფერთან დაკავშირებით მივიდა. Marca-მ დაწვრილებით განიხილა, თუ რა ვითარებაა თითოეულ ტრანსფერის საკითხში.

ედენ აზარი

ვარსკვლავი, რომელიც "რეალში" გადასვლასთან ყველაზე ახლოსაა. "სამეფო კლუბი" ფეხბურთელის გადაბირებით სერიოზულად არის დაინტერესებული და დიდი ალბათობით, ზაფხულში პირველი მისი ტრანსფერი დადასტურდება. თუმცა, მხარეები თანხაზე ვერ თანხმდებიან - "რეალი" არ აპირებს 140 მილიონი ევროს იმ ფეხბურთელში გადახდას, რომელსაც მომდევნო ზაფხულს კონტრაქტი უმთავრდება.

მადრიდელებმა იციან, რომ ტრანსფერის გასაჩარხად, მათ საკუთარი საკლუბო რეკორდის დამხობა მოუწევთ (ჯერჯერობით, ეს სტატუსი გარეტ ბეილს უკავია - 101 მილიონი ევრო) თუმცა, 140-ს გადახდა არ სურთ. ამ მხრივ, "რეალი" "ჩელსის" კოვაჩიჩისადმი ინტერესს გამოიყენებს და აზარის საფასურის შემცირებას ეცდება.

ლუკა იოვიჩი

მაურო იკარდის, კშიშტოფ პიონტეკის და ლუკა იოვიჩის სამეულიდან მადრიდელებმა საკუთარი არჩევანი სერბ ფორვარდზე შეაჩერეს და მის გადაბირებასთან საკმაოდ ახლოს არიან. მიუხედავად იმისა, რომ კლუბებს შორის მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა, "რეალს" "აინტრახტის" ხელმძღვანელობასთან დიდებული ურთიერთობა აკავშირებს და შეთანხმება არ უნდა გაჭირდეს.

გერმანულ კლუბს იოვიჩში 70 მილიონი ევროს მიღება სურს, თუმცა, მარიანოთიც დაინტერესებულია და ასეთ შემთხვევაში, ფასმა შესაძლოა 55-მდე დაიწიოს.

ფლორან მენდი

ზიდანი მარსელოს შემცვლელის აქტიურ ძიებაში იმყოფება, რეგილონს კი არენდით გაუშვებს, კლუბმა საბოლოო არჩევანი მოუწონა და "ლიონთან" მოლაპარაკებებს სულ მალე დაიწყებს, ტრანსფერი საკმაოდ რეალურია.

არ არის გამორიცხული, რომ რეგილონი იჯარის წესით სწორედ "ლიონში" გადაბარგდეს.

პოლ პოგბა

ზინედინ ზიდანის რჩეული ნახევარმცველი სწორედ პოგბაა, თუმცა, კლუბს ეჭვი ეპარება, რომ ფრანგს რაიმე ღირებულის მოტანა შეუძლია გუნდისთვის და გარდა ამისა, არც მისი საფასური მოსწონთ - "იუნაიტედი" 180 მილიონ ევროს ითხოვს. "რეალის" ხელმძღვანელობას კრისტიან ერიქსენის და დონი ვან დე ბეეკის კანდიდატურები ბევრად უფრო მეტად ეხატებათ გულზე.

ჯერჯერობით, ზიდანი და ხელმძღვანელობა ერთ აზრამდე ვერ მივიდნენ. თუმცა, ერიქსენის ტრანსფერი უფრო რეალური ჩანს.

ნეიმარი

ეს ტრანსფერი ჯერჯერობით ფანტასტიკის სფეროს მიეკუთვნება. საიდუმლო არავისთვისაა, რომ ფლორენტინო პერესი ბრაზილიელის შეძენაზე ოცნებობს, თუმცა, აქ პრობლემა ფინანსებში კი არა, "პსჟ-ს" ხელმძღვანელობასთან და ყატარის შეიხებთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნებაშია. პირველ რიგში, ნეიმარმა გუნდიდან წასვლის სურვილი უნდა გამოთქვას და უფროსობა დაითანხმოს. ასეთ შემთხვევაში, პერესი დაუფიქრებლად გადაიხდის 250 მილიონ ევროს და ნეიმარს ესპანეთის დედაქალაქში გადმოიყვანს.
ინფორმაცია
მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.