loading...

სელტა
2-2
რეალი

22.09.2018 22:45
სტადიონი: MONTILIV
ლალიგა
N
კლუბები
1
ბარსელონა
66
27
2
ატლეტიკო
56
28
3
რეალი
54
28
4
ხეტაფე
46
28
5
ალავესი
44
28
ბომბარდირები
N
ფეხბურთელები
1
მესი
17
2
სუარესი
14
3
სტუანი
12
4
ასპასი
10
გამოკითხვა
FACEBOOK
ვარსკვლავთგაცვლა ზაფხულში?
ვარსკვლავთგაცვლა ზაფხულში?
19-03-2019, 23:22
212 / 0
მადრიდის "რეალში" დაბრუნებული და ჩემპიონთა ლიგის სამგზის ტრიუმაფტორი ზინედინ ზიდანი ზაფხულში სადიო მანეს ტრანსფერზე იმუშავებს და ამის სანაცვლოდ მზადაა რაფაელ ვარანსაც შეელიოს და ამ ტრანსფერში გამოიყენოს. ამის შესახებ ბრიტანეთის ერთ-ერთი ყველაზე პოპულალური გამომცემლობა The Guardian-ი იუწება.

მანე, რომელიც 10 აპრილს 27 წლის გახდება "ლივერპულში" "საუთჰემპტონიდან" 2016 წელს £30 მილიონ ფუნტად გადავიდა და მას შემდეგ 111 მატჩში 53 გოლიც გაიტანა. ბოლო დროს სენეგალელი ფეხბურთელი "წითლების" მთავარი ლიდერია და ეს "რეალის" მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმაც კარგად იცის.

რაც შეეხება რაფაელ ვარანს, 25 წლის მოთამაშეს უკვე მოგებული აქვს მსოფლიო ჩემპიონატი, ჩემპიონთა ლიგა (4-ჯერ), პრიმერა დივიზიონი (2-ჯერ), ესპანეთის თასი და სუპერთასი (2-ჯერ). ვარანსა Transfermarkt-ი £72 მილიონ ფუნტს აფასებს, ხოლო მანეს - £76.50-ს.

აქვე გეტყვით, რომ თავად "ლივერპული" მანეს გაშვებას არ აპირებს და ცოტა ხანში "ბენფიკას" 21 წლის ცენტრალური მცველის, ფრანცისკო რაის ფერეირას (იგივე "ფერო") ტრანსფერის თაობაზე მიმართავს.
ინფორმაცია
მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.