loading...

სელტა
2-2
რეალი

22.09.2018 22:45
სტადიონი: MONTILIV
ლალიგა
N
კლუბები
1
ბარსელონა
66
27
2
ატლეტიკო
56
28
3
რეალი
54
28
4
ხეტაფე
46
28
5
ალავესი
44
28
ბომბარდირები
N
ფეხბურთელები
1
მესი
17
2
სუარესი
14
3
სტუანი
12
4
ასპასი
10
გამოკითხვა
FACEBOOK
L'equipe - ვარანი რეალის დატოვებას და ახალი გამოწვევის მიღებას განიხილავს
L'equipe - ვარანი რეალის დატოვებას და ახალი გამოწვევის მიღებას განიხილავს
19-03-2019, 11:31
216 / 0
მადრიდის რეალის და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველი, რაფაელ ვარანი სეზონის დასრულების შემდეგ "სამეფო კლუბის" დატოვებას და ახალი გამოწვევის მიღებას განიხილავს, იტყობინება ფრანგული გავლენიანი გამოცემა - L'equipe.



გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვარანი მზადაა კარიერა რომელიმე სხვა ჩემპიონატში გააგრძელოს. აქამდე ფრანგი მოთამაშისადმი ინტერესს მანჩესტერ იუნაიტედი გამოხატავდა.



ვარანი მადრიდის რეალს 2011 წელს ფრანგული ლილიდან შეუერთდა და "სამეფო კლუბთან" ერთად მოიგო ლა ლიგა, კოპა დელ რეი, ოთხი ჩემპიონთა ლიგა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი.



ფრანგი ფეხბურთელი მანჩესტერში გადასვლასთან ახლოს მაშინ იყო, როცა "წითელი ეშმაკების" მწვრთნელი მოურინიო გახდა, თუმცა მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.



რეალმა შემდეგი სეზონისთვის დაცვის ხაზი უკვე გააძლიერა. "ბლანკოსმა" პორტუს მცველის, ედერ მილიტაოს ტრანსფერი 50 მილიონ ევროდ შეათანხმა.
ინფორმაცია
მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.