loading...

სელტა
2-2
რეალი

22.09.2018 22:45
სტადიონი: MONTILIV
ლალიგა
N
კლუბები
1
ბარსელონა
66
27
2
ატლეტიკო
56
28
3
რეალი
54
28
4
ხეტაფე
46
28
5
ალავესი
44
28
ბომბარდირები
N
ფეხბურთელები
1
მესი
17
2
სუარესი
14
3
სტუანი
12
4
ასპასი
10
გამოკითხვა
FACEBOOK
ზიდანის მორიგი სამიზნეები
ზიდანის მორიგი სამიზნეები
18-03-2019, 14:48
225 / 0
ზინედინ ზიდანი მადრიდის „რეალში“ დაბრუნდა და სამუშაოს უკვე ოფიციალურადაც შეუდგა.

დღეს ზიზუმ გუნდი პირველად ავარჯიშა. როგორც მოგეხსენებათ, ფლორენტინო პერესმა ფრანგს სრული ნდობა გამოუცხადა, რაც დიდ სატრანსფერო ბიუჯეტსა და სასურველი მოთამაშეების შეძენას გულისხმობს.

ედენ აზარის შესახებ უკვე ცნობილია. ბელგიელი ზაფხულში მადრიდელთა მთავარი სამიზნე იქნება და მისი შეძენა პრიორიტეტული გახლავთ.

დღეს „რეალის“ სატრანსფერო გეგმებზე მორიგი ახალი ინფორმაცია გავრცელდა, რომელიც კრისტიან ერიკსენსა და მაურო იკარდის ეხებათ.

ესპანური AS-ი ბრიტანულ Mirror-ზე დაყრდნობით წერს, რომ ზიდანი ზაფხულში ერიკსენის გადაბირებას ითხოვს, რომელიც იდეაში მოდრიჩის შემცვლელად მოიაზრება.

ნათელია, რომ 34 წლის ხორვატი ასეთ დონეზე დიდ ხანს ვეღარ ითამაშებს და ნახევარდაცვის ცენტრში ახალი სისხლია საჭირო.

თავის მხრივ ლონდონელებს დანიელის გაშვება არ სურთ და მას 200-250 მილიონად აფასებენ. სულ სხვა საქმეა რას მოისურვებს თავად ერიკსენი, რომელსაც „დეზებთან“ არსებული კონტრაქტი 2020 წელს უსრულდება.

თუ ერიკსენი ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ მოისურვებს, „ტოტენჰემი“ დიდი საფრთხის ქვეშ დადგება, რადგან მომდევნო სეზონის შემდეგ დანიელს თავისუფალი აგენტის სტატუსით დაკარგავენ. აქედან გამომდინარე ზაფხულში „რეალისგან“ სარფიანი წინადადებისა და ფეხბურთელის სურვილის შემთხვევაში ტრანსფერი საკმაოდ „რეალურად მოსჩანს.


ცნობილი ფაქტია, რომ ერიკსენი „ბარსელონას“ გულშემატკივარია და კატალონიელთა მიმართ მას არაერთი კომენტარი გაუკეთებია. თუ ტრანსფერი შედგება, პრესა მას ძველ განცხადებებს აუცილებლად ამოუქექავს.

რაც შეეხება მაურო იკარდის, ესპანური Mundo წერს, რომ ცენტრფორვარდის პოზიციაზე ყველაზე ობიექტური კანდიდატურა სწორედ არგენტინელია და ეს ზიდანსაც კარგად ესმის.

ზიზუს სტაბილურად გამტანი და უმაღლესი დონის შემსრულებელი სურს, რომელიც ჰარი კეინის მსგავსად ასტრონომიულ ფასად არ იქნება შეფასებული.

იკარდის გამოსასყიდი თანხა 110 მილიონი ევროა, რაც დღევანდელი ფასების გათვალისწინებით სრულიად მისაღები თანხა გახლავთ.
ინფორმაცია
მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.