loading...

სელტა
2-2
რეალი

22.09.2018 22:45
სტადიონი: MONTILIV
ლალიგა
N
კლუბები
1
ბარსელონა
66
27
2
ატლეტიკო
56
28
3
რეალი
54
28
4
ხეტაფე
46
28
5
ალავესი
44
28
ბომბარდირები
N
ფეხბურთელები
1
მესი
17
2
სუარესი
14
3
სტუანი
12
4
ასპასი
10
გამოკითხვა
FACEBOOK
მარსელო: "გუნდში ერთიანობა მეფობს"
მარსელო:
16-03-2019, 00:31
152 / 0
განვლილ ხუთშაბათს მარსელომ მადრიდში სარეკლამო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, რის შემდეგაც ჟურნალისტებს გაესაუბრა...

"რეალის" ერთ-ერთი კაპიტნის სტატუსი

"ჩემთვის კაპიტნობა სიამაყის და დიდი პასუხისმგებლობის წყაროა. ჩვენ ამ კლუბს წარმოვადგენთ და ყოველთვის მის წინსვლაზე უნდა ვიზრუნოთ. ეს როლი მომწონს. ნამდვილ სიამოვნებას ვიღებ".

ცხოვრება "რეალის" გასახდელში

"ყოველ ჯერზე, როცა ახალი ფეხბურთელი გვიერთდება, მას თბილად ვხვდებით. გუნდში ერთიანობა მეფობს. ერთი ოჯახივით ვართ და კლუბმა ბევრი ფასეულობა მასწავლა. მათ შორის, სხვების პატივისცემაც. მე და რამოსი გუნდში დიდი ხანია ვართ. ვნახეთ, როგორ მოდიოდნენ და მიდიოდნენ ფეხბურთელები. ზოგჯერ, როცა ახალი ფეხბურთელები მოდიან, ვერ იჯერებენ, რომ "რეალის" გასახდელში არიან, მაგრამ როცა ამ კლუბში პირველად მოდიხარ, ყველაფერი სწორედ მაშინ იწყება".

სერხიო რამოსი

"ძალიან სასიამოვნოა, რომ ჩვენი გულშემატკივრები ფეხბურთელებთან სიახლოვეს გრძნობენ. ჩვენი ცოტა ხნის წინანდელი ტრიუმფის დროს სერხიო ძალიან გულკეთილი აღმოჩნდა, როცა ტიტულების პრეზენტაციის დროს თან წამიყოლა. ძალიან ბევრი დიდებული მოგონება მაქვს".

ვინისიუს ჟუნიორი

"ვინისიუსს მაქსიმალურად ვეხმარები. ის საოცარი ადამიანია, რადგან ნამდვილად გისმენს და ცოდნის მიღება სურს. ვინისიუსს ენის შესწავლა და ესპანურად საუბრის დაწყება სურს. მიყვარს, როცა ჩანაწერებს ვაკეთებ და მას ენის ათვისებაში ვეხმარები".

გუნდში მისვლა

"ცოტა უცნაური იყო, როცა აქ პირველად მოვედი, რადგან მარცხენა მცველის პოზიციაზე რობერტო კარლოსი თამაშობდა - ჩემი ყველა დროის კუმირი. მახსოვს, ის ძალიან დამეხმარა, რის გამოც მის მიმართ ყოველთვის სიმპატიებით ვიქნები განწყობილი და პატივს ვცემ. ჩემთვის ის კვლავ ყველა დროის საუკეთესო მცველია".
ინფორმაცია
მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.