loading...

სელტა
2-2
რეალი

22.09.2018 22:45
სტადიონი: MONTILIV
ლალიგა
N
კლუბები
1
ბარსელონა
66
27
2
ატლეტიკო
56
28
3
რეალი
54
28
4
ხეტაფე
46
28
5
ალავესი
44
28
ბომბარდირები
N
ფეხბურთელები
1
მესი
17
2
სუარესი
14
3
სტუანი
12
4
ასპასი
10
გამოკითხვა
FACEBOOK
რას ფიქრობენ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები იუვენტუსის გუშინდელ მატჩზე?
რას ფიქრობენ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები იუვენტუსის გუშინდელ მატჩზე?
14-03-2019, 11:13
279 / 0
ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის განმეორებით მატჩში "იუვენტუსმა" 0:2 წაგებული შეხვედრის შემდეგ კრიშტიანუ რონალდუს ჰეთ–თრიქით 3:0 მოიგო და 1/4 ფინალში გავიდა.


გურამ კაშია: "საოცარი თამაში, კრიშტიანუ რონალდუ უფრო დიდია, ვიდრე მესი".



ოთარ კიტეიშვილი: "ასეთი თამაშები ფეხბურთს ალამაზებს. ატლეტიკოსთან შეხვედრის შემდეგ რონალდუს სიძლიერეში კიდევ უფრო დავრწმუნდი"



ოთარ კაკაბაძე: "მესი ჩემთვის ყოველთვის პირველი ფეხბურთელი იქნება, მაგრამ რა უნდა ვთქვა რონალდოზე? ამ ასაკში ესეთ დონეზე თამაში, ალბათ, არავის შეუძლია, არ შეეძლო და მომავალში ვერც ვერავინ შეძლებს".



გიორგი მერებაშვილი: "ვფიქრობ, უდიდესი ფეხბურთელია, ამაზე 2 აზრი არაა. არამარტო გუშინდელი შეხვედრა, რონალდუმ კიდევ ბევრი დაპირისპირება ჩაატარა უმაღლეს დონეზე და რაც ყველაზე გამოსარჩევია, ისაა, რომ ამ ყველაფერს სტაბილურად აკეთებს. როგორც ბარსელონას გულშემატკივარი, ვამბობ, რომ მესიც და რონალდუც სასწაული მოთამაშეები არიან და გემოვნების საკითხია, ვინ რომელს აირჩევს".



ვაკო გვილია: "რონალდუმ 3 გოლი გაიტანა და მისი წილი უდიდესია შემდეგ ეტაპზე გასვლაში, მაგრამ მსურს, მთლიანად იუვენტუსის თამაში გამოვყო. ისე სწყუროდათ გამარჯვება, საკუთარ თავს გადააბიჯეს. კრიშტიანუს გარდა, ბერნარდესკის და კიელინის გამოვყოფდი. რონალდუმ გააკეთა ყველაფერი, რაც იდეალურ ვარიანტში მას უნდა გაეკეთებინა."
ინფორმაცია
მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.