loading...

სელტა
2-2
რეალი

22.09.2018 22:45
სტადიონი: MONTILIV
ლალიგა
N
კლუბები
1
ბარსელონა
66
27
2
ატლეტიკო
56
28
3
რეალი
54
28
4
ხეტაფე
46
28
5
ალავესი
44
28
ბომბარდირები
N
ფეხბურთელები
1
მესი
17
2
სუარესი
14
3
სტუანი
12
4
ასპასი
10
გამოკითხვა
FACEBOOK
მესი: რონალდუმ ატლეტიკოსთან დიდებული მატჩი ჩაატარა
მესი: რონალდუმ ატლეტიკოსთან დიდებული მატჩი ჩაატარა
14-03-2019, 11:10
249 / 0
ბარსელონას კაპიტანმა ლიონელ მესიმ ლიონთან მოგებული მატჩი და იქამდე ერთი დღით ადრე ატლეტიკოსთან კრიშტიანუ რონალდუს თამაში შეაფასა. შეგახსენებთ, ლიონთან ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის შეხვედრაში მესიმ დუბლი შეასრულა და 2 საგოლე პასი გააკეთა, ხოლო იუვენტუსის ლიდერმა ატლეტიკოსთან ჰეთთრიკი მიითვალა.



როდესაც ანგარიში 2:1 იყო გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვიწვალეთ, საკუთარ თავს პრობლემები თავად შევუქმენით, როდესაც ბურთი საჯარიმო მოედანში იყო, იქამდე მეტოქეს არაფერი შეუქმნია. საბედნიეროდ, მესამე გოლიც გავიტანეთ და დავმშვიდდით.



თავიდანვე ჩვენი განწყობა ვაჩვენეთ. ბურთით გადავადგილდებოდით და საუკეთესო ფეხბურთი ვაჩვენეთ. მესამე გოლის გატანის შემდეგ მეტ სივრცეს ვპოულობდით, კონტრშეტევებში უფრო სწრაფადაც გავრბოდით. მესამე გოლს ველოდით, თუმცა მან დაგვამშვიდა.



რონალდუ? კრიშტიანუმ და იუვენტუსმა დიდებული მატჩი ჩაატარეს. მეგონა, ატლეტიკო უფრო ძლიერი იქნებოდა, რონალდუმ კი ზღაპრული თამაში აჩვენა.



კენჭისყრა? ყველა მეტოქე რთულია. მგალითად, აიქსმა აჩვენა, რომ ახალგაზრდა მოთამაშეებით დაკომპლექტებული საუცხოო გუნდია, რომელსაც არაფრის ეშინია. მათთან შეხვედრა ნებისმიერს გაუჭირდება. ყველანი რთულისთვის მზად უნდა ვიყოთ, - ციტირებს მესის Marca.
ინფორმაცია
მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.