loading...

სელტა
2-2
რეალი

22.09.2018 22:45
სტადიონი: MONTILIV
ლალიგა
N
კლუბები
1
ბარსელონა
66
27
2
ატლეტიკო
56
28
3
რეალი
54
28
4
ხეტაფე
46
28
5
ალავესი
44
28
ბომბარდირები
N
ფეხბურთელები
1
მესი
17
2
სუარესი
14
3
სტუანი
12
4
ასპასი
10
გამოკითხვა
FACEBOOK
ესპანელმა ტელეწამყვანმა 19 თითის ჟესტით რონალდუს დასცინა
ესპანელმა ტელეწამყვანმა 19 თითის ჟესტით რონალდუს დასცინა
3-06-2019, 23:56
596 / 0
ცნობილმა ესპანელმა ტელეწამყვანმა კრისტინა პედროჩემ იუვენტუსის ვარსკვლავური ფროვარდი კრიშტიანუ რონალდუ გააკრიტიკა. პორტუგალიელმა ატლეტიკოსთან უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში ვანდა მეტროპოლიტანოზე შეკრებილი პუბლიკისგან ობსტრუქციების მიღების შემდეგ, საპასუხოდ, ხუთი თითის ჟესტით მიანიშნა, რომ მას ხუთჯერ აქვს მოგებული ტურნირი, ხოლო ატლეტიკოს - არცერთხელ.



მადრიდულ კლუბს არასოდეს გაუმარჯვია მთავარ ევროპულ ტურნირში: 2014 და 2016 წლებში გუნდი თანაქალაქურ რეალთან დამარცხდა, რომლის ღირსებასაც მაშინ რონალდუ იცავდა.



პედროჩემ, რომელიც რაიო ვალეკანოს გულშემატკივარია, ესპანურ ტელეარხზე შოუში Zapeando, გადაწყვიტა, რომ რონალდუსთვის საკუთარი ჟესტით ეპასუხა:



"უფრო ლამაზადაც იყო შესაძლებელი. რონალდუს შეეძლო, ფეხის თითებიც გამოყენებინა, რათა კიდევ ერთი ჟესტი ეჩვენებინა".



ამ მომენტში კრისტინამ კამერებს ფეხის თითები და ხელებით 9 თითი უჩვენა, თავისი ქმედება კი შემდეგნაირად ახსნა:



"10+5+4... გამოვიდა 19. ეს იმ მილიონების რაოდენობაა, რომელიც რონალდუს გადასახადების გადახდასთან დაკავშირებით ჯარიმის სახით დააკისრეს!"
ინფორმაცია
მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.