13-02-2019, 00:34
125 / 0
მადრიდის რეალის პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა განაცხადა, რომ „სამეფო კლუბს“ ახალი თავდამსხმელი არ სჭირდება.
მისი თქმით, ქარიმ ბენზემა ჯერ კიდევ მოწოდების სიმაღლეზეა და ბოლომდე ენდობა. ბევრის აზრით, ფრანგი შემტევი „თეთრების“ ერთ-ერთი სუსტი წერტილია.
შეგახსენებთ, პერესი „ლოს ბლანკოსის“ პრეზიდენტის პოსტს 2009 წლიდან იკავებს. გუნდის სათავეში ის 2000-2006 წლებშიც იდგა.