loading...
სელტა
2-2
რეალი

22.09.2018 22:45
სტადიონი: MONTILIV
ლალიგა
N
კლუბები
1
ბარსელონა
51
23
2
რეალი
45
23
3
ატლეტიკო
44
23
4
სევილია
37
23
5
ალავესი
36
23
ბომბარდირები
N
ფეხბურთელები
1
მესი
17
2
სუარესი
14
3
სტუანი
12
4
ასპასი
10
გამოკითხვა
FACEBOOK
ვალდანო: "ვინისიუსი რობინიოს საერთოდ არ მაგონებს"
ვალდანო:
12-02-2019, 11:12
151 / 0
მადრიდის "რეალის" ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ხორხე ვალდანომ El Transistor-თან ინტერვიუში ლა ლიგის 23-ე ტურის შედეგები განიხილა, მადრიდულ დერბიზე ისაუბრა და ვინისიუსი, გარეტ ბეილი და ალვარო მორატა გამოარჩია...

დერბი

"რეალმა" დერბიში გამბედაობა და სიმტკიცე გამოავლინა".

დერბიში გატანილი პირველი გოლი

"ატლეტიკო" პირველი გოლის დროს ლისაბონში დაშვებული შეცდომის გამოსწორებას ცდილობდა. რამოსს მეტოქე გუნდის ოთხი ფეხბურთელი მეურვეობდა".

ვინისიუსის რობინიოსთან შედარება

"ვინისიუსი რობინიოს საერთოდ არ მაგონებს".

გარეტ ბეილის გოლი

"გარეტ ბეილი მშვიდი იყო. მან დიდებული გოლი გაიტანა, სიძლიერით და სიზუსტით იდეალური. ეს გოლი მხოლოდ ასე გავიდოდა".

ალვარო მორატას გოლი

"გოლი, რომელიც მორატამ გაიტანა, დიდებული იყო, ბურთის კონტროლმა კი აღმაფრთოვანა. ეს ნამდვილი გოლასო იყო".

"ბარსელონა"

"ბარსელონამ" შესაძლებლობების მხოლოდ 70% გამოავლინა. კატალონიელებს საგოლე მომენტები არ ჰქონიათ. ისინი ძალიან ნელა თამაშობდნენ. განვლილი მატჩის მთავარი გმირი ტერ შტეგენი იყო. მან ინიაკი ვილიამსის დარტყმის შემდეგ საოცარი სეივი შემოგვთავაზა".

ვინისიუსი

"ვინისიუსი თავის ნიჭში დარწმუნებულია. ის გაბედულად და საიმედოდ მოქმედებს. მას საოცარი აჩქარების უნარი აქვს და ნელ-ნელა თავის შესაძლებლობებს გვიჩვენებს. ვინისიუსი ძალიან იოლად იხსნება. ის მთელი მატჩის განმავლობაში მეტოქის კართან ხიფათს ქმნიდა".
ინფორმაცია
მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.