loading...
სელტა
2-2
რეალი

22.09.2018 22:45
სტადიონი: MONTILIV
ლალიგა
N
კლუბები
1
ბარსელონა
51
23
2
რეალი
45
23
3
ატლეტიკო
44
23
4
სევილია
37
23
5
ალავესი
36
23
ბომბარდირები
N
ფეხბურთელები
1
მესი
17
2
სუარესი
14
3
სტუანი
12
4
ასპასი
10
გამოკითხვა
FACEBOOK
"რეალის" გონივრული სვლა, რომლითაც ნეიმარის გაფორმებას შეეცდება
3-02-2019, 16:18
313 / 1
როგორც ირკვევა, მადრიდის "რეალი" ნეიმარს თავს არ ანებებს და ბრაზილიელი სუპერვარსკვლავის გაფორმებისთვის ბოლომდე იბრძოლებს. "სამეფო კლუბს" ოდნავაც არ განელებია მისი "ბერნაბეუზე" ხილვის სურვილი.

26 წლის ფეხბურთელის გასაფორმებლად მადრიდის "რეალმა" ჭკვიანურ გამოსავალს მიაგნო და "პ.ს.ჟ."-ს გონივრულ წინადადებას გაუგზავნის.

"ლოს ბლანკოსის" მენეჯმენტი "პ.ს.ჟ."-ს კარიმ ბენზემას შესთავაზებს და ფრანგულ გრანდს დამატებით 120 მილიონ ევროსაც გადაურიცხავს.

ამგვარი გაცვლითი გარიგების წარმატებით დასრულებით თავად ფლორენტინო პერესია დაინტერესებული, რადგანაც მისი სურვილი ნეიმარის "ბერნაბეუზე" გადმოყვანისა საყოველთაოდ ცნობილია და აღნიშნულის თაობაზე არაერთი ინფორმაცია დაწერა საკმაოდ პრესტიჟული გამოცემების მიერ.

საგულისხმოა და არ უნდა დაგვავიწყდეს ის გარემოებაც, რომ "უეფას" მიერ დადგენილი რეგულაციებიდან გამომდინარე, "პ.ს.ჟ."-ს ფეარ პლეის წესებთან დაკავშირებული პრობლემები ისევ აქვს. შესაბამისად, ბუნებრივია ვიფიქროთ, რომ პარიზული გრანდის მიერ დათმობაზე წასვლის შანსი იმატებს. ყოველ შემთხვევაში, მსგავს გარიგებაზე საუბარი საკმაოდ რეალურია და ახლა ბევრი რამ სწორედ ფლორენტინო პერესის მიზანდასახულობაზეა დამოკიდებული - რამდენად შორს წამსვლელია იგი იმისათვის, რომ ნეიმარი მართლაც გადმოიყვანოს "ბერნაბეუზე" ? ამას მხოლოდ დრო გვიჩვენებს.
კომენტარები:  11
ჯგუფი: მომხმარებელი
სტატუსი:  გასულია
№  1    S-Word   
4 თებერვალი 2019 15:09
Neymari psg dan aibargeba . Ogond sad wavq gmertma uwyis. Premierligashi gadavides jobia
ინფორმაცია
მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.