სელტა
2-2
რეალი

22.09.2018 22:45
სტადიონი: MONTILIV
ლალიგა
N
კლუბები
1
ბარსელონა
43
19
2
ატლეტიკო
38
19
3
სევილია
33
19
4
რეალი
33
19
5
ალავესი
33
20
ბომბარდირები
N
ფეხბურთელები
1
მესი
17
2
სუარესი
14
3
სტუანი
12
4
ასპასი
10
გამოკითხვა
FACEBOOK
იკარდი და მოურინიო - ფლორენტინო პერესის, ანუ "რეალის" გეგმები
იკარდი და მოურინიო - ფლორენტინო პერესის, ანუ
12-01-2019, 10:50
207 / 0
მადრიდის „რეალში“ ქაოსი გრძელდება. ამ მომენტისთვის სამეფო კლუბი ლა ლიგაში თავისთვის შეუფერებელ მე-5 პოზიციას იკავებს და თუ ასე თამაში განაგრძო, უახლოეს ორ შეხვედრაში ანდალუსიელებთან „ბეტისთან“ და „სევილიასთან“ გამარჯვების საკმაოდ მცირე შანსი ექნება.

ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას მადრიდელთაგან ხმაურიან გარიგებებს ნაკლებად ელოდებიან, თუმცა გამორიცხული მაინც არაფერია.

„ლოს ბლანკოსის“ ირგვლივ დღეს ორი საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა. მაურო იკარდი და ჟოზე მოურინიო.

დავიწყოთ „ინტერის“ ფორვარდით. არგენტინული TyC Sports-ის ცნობით, იკარდის მეუღლემ და ამავდროულად მისმა აგენტმა ვანდა ნარამ კლუბის წარმომადგენლები ხელშეკრულების გახანგრძლივებასთან დაკავშირებული შეხვედრიდან უარით გაისტუმრა.

როგორც ცნობილია, მაუროს 2021 წელს კონტრაქტის ვადა ეწურება და „ინტერი“ მის გახანგრძლივეას ცდილობს. თუ შეთანხმება ვერ შედგა, ეს ყველაფერი ხელს „რეალს“ აძლევს, რომელიც იკარდის შეძენის მთავარ კანდიდატად ითვლება.

ვანდა ნარამ „ინტერს“ ულტიმატუმი წაუყენა და მისი კლიენტის (მეუღლის) ანაზღაურების 8 მილიონ ევრომდე გაზრდა მოთხოვა.

მილანური კლუბისგან პასუხის დაგვიანებამ ასეთი შედეგები გამოიწვია. „ინტერმა“ პირველი უარი მიიღო და ამით „რეალის“ შანსები გაიზარდა.

უახლოეს მომავალში მხარეებს შორის მორიგი შეხვედრა გაიმართება, რომელიც სავარაუდოდ ბევრ რამეს გადაწყვეტს.

რაც შეეხება მოურინიოს, The Sun-ის ინფორმაციით, ფლორენტინო პერესმა პორტუგალიელთან მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.

„განსაკუთრებულის“ მადრიდში შესაძლო დაბრუნების შესახებ ერთი თვის წინაც იწერებოდა და როგორც ჩანს საქმე სერიოზულად არის.


მოლაპარაკებები მიმდინარეობს და მიუხედავად იმისა, რომ „რეალის“ ქომაგების დიდ ნაწილს მოურინიოს გუნდში ხილვა არ სურს, მთავარი მაინც პერესის სურვილია.

რამდენიმე კვირის წინ სერხიო რამოსმა ჟოზეს შესაძლო დაბრუნებაზე ასეთი კომენტარი გააკეთა: „მე არავინ შემეკითხება, თუ ვინ მსურს მწვრთნელად. გუნდის კაპიტნებს ასეთი პრივილეგია არ აქვთ.

ჩვენ აქ მოურინიოს გარეშე უკვე 5 წელია ვართ და თქვენ ისევ მასზე საუბრობთ! ამ დროის მანძილზე ჩვენ ყველაფერი მოვიგეთ. ამჟამად აქ სოლარია და ჩვენ მას პატივი უნდა ვცეთ.

რეალში ბევრი ტიპის მწვრთნელს უმუშავია. ზოგიერთმა მათგანმა ბევრი ტიტული მოიგო, ზოგმა ცოტა. მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება მწვრთნელი და როგორ იმუშავებს ის. მე პირველი ვარ ვინც იმას გააკეთებს, რასაც მოსთხოვენ".
ინფორმაცია
მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.