სელტა
2-2
რეალი

22.09.2018 22:45
სტადიონი: MONTILIV
ლალიგა
N
კლუბები
1
ბარსელონა
43
19
2
ატლეტიკო
38
19
3
სევილია
33
19
4
რეალი
33
19
5
ალავესი
33
20
ბომბარდირები
N
ფეხბურთელები
1
მესი
17
2
სუარესი
14
3
სტუანი
12
4
ასპასი
10
გამოკითხვა
FACEBOOK
მოდრიჩი: საჩემპიონო ბრძოლა არ დამთავრებულა
მოდრიჩი: საჩემპიონო ბრძოლა არ დამთავრებულა
11-01-2019, 12:55
91 / 0
2018 წლის საუკეთესო ფეხბურთელმა, ოქროს ბურთის მოქმედმა გამარჯვებულმა და მადრიდის რეალის ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა რეალ სოსიედადთან სენსაციურად დამარცხების (0:2) შემდეგ, სამეფო კლუბში არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.



"რეალის ფეხბურთელების დიდი ნაწილი საკუთარ დონეზე არ დგას. ჩვენ ყველა მატჩის დასაწყისში სერიოზულ შეცდომებს არ უნდა ვუშვებთ.



ჩვენ ძალიან ბევრ მომენტს ვქმნიდით, თუმცა გატანას ვერ ვახერხებდით, ამას თავისი მიზეზები აქვს. ​სოსიედადთან მსაჯს საუკეთესო შეხვედრა არ ჰქონია, თუმცა ჩვენი პრობლემა მხოლოდ არასწორ გადაწყვეტილებებსა და ვიდეო რეფერის შეცდომებში არ არის. ჩვენ ბევრი სხვა პრობლემა გვაქვს.



მსაჯმა მითხრა, მას გადასცეს, რომ პენალტი არ უნდა დანიშნულიყო, რაც რთული დასაჯერებელია, თუმცა მატჩი დამთავრდა.



ესპანეთში ვიდეო რეფერი სისტემა შეცდომებს ხშირად უშვებს, თუმცა ყველაზე მეტი დარღვევა სწორედ რეალის წინააღმდეგ ხდება, მაგრამ ახლა ამ საკითხის განხილვა არ მსურს.



ახლა ჩვენთვის აუცილებელი წინსვლაა. ამჟამად საუკეთესო მდგომარეობაში ნამდვილად არ ვართ. უნდა დავსხდეთ და ყველაფერი გავაანალიზოთ, მთელი გუნდი უნდა გავერთიანდეთ, როგორც მოედანზე ისე მის გარეთ. ყურები არ უნდა ჩამოვყაროთ, რადგან საჩემპიონო ბრძოლა არ დასრულებულა. მატჩიდან მატჩამდე უნდა მოვუმატოთ".-თქვა ხორვატიის ნაკრების კაპიტანმა.
ინფორმაცია
მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.