სელტა
2-2
რეალი

22.09.2018 22:45
სტადიონი: MONTILIV
ლალიგა
N
კლუბები
1
ბარსელონა
43
19
2
ატლეტიკო
38
19
3
სევილია
33
19
4
რეალი
33
19
5
ალავესი
33
20
ბომბარდირები
N
ფეხბურთელები
1
მესი
17
2
სუარესი
14
3
სტუანი
12
4
ასპასი
10
გამოკითხვა
FACEBOOK
მსოფლიოს ყველაზე პოპულარული გუნდები სოციალურ ქსელებში
მსოფლიოს ყველაზე პოპულარული გუნდები სოციალურ ქსელებში
9-01-2019, 13:11
261 / 0
RESULT Sports-მა 2019 წლის პირველი კვლევა გამოაქვეყნა

იუვენტუსის გულშემატკივართა რაოდენობა 16 მილიონით გაიზარდა

2019 წლის პირველი საფეხბურთო კვლევა - RESULT Sports-ის გუნდი სოციალურ ქსელებში ყველაზე პოპულარული კლუბების სია აქვეყნებს. ორგანიზაცია კლუბების ფეისბუქის, ინსტაგრამის, ტვიტერისა და იუთუბის გამომწერთა რაოდენობას წელიწადში ორჯერ, ზაფხულში სეზონის დასრულებისას და ზამთარში წლის დასაწყისში ითვლის.

სოციალურ ქსელში ყველაზე პოპულარულ გუნდად მადრიდის რეალი რჩება, რომლის გამომწერთა რაოდენობამაც ზაფხულის შემდეგ 8 მილიონით მოიმატა. რეალს 2 მილიონით ჩამორჩება ბარსელონა, კატალონიელებს ყველა სოციალურ ქსელში 240 მილიონი გამომწერი ჰყავთ. რეალი ბარსელონას გულშემატკივართა რაოდენობით ფეისბუქსა და იუთუბზე უსწრებს, მაგრამ 'მოსისხლე მეტოქეს' ტვიტერში უფრო მეტი გამომწერი ჰყავს.

მსოფლიოს ყველაზე პოპულარული გუნდები სოციალურ ქსელებში


2018 წლის ზაფხულის შემდეგ პირველ 15 გუნდში ორი ცვლილებაა. იუვენტუსი ორი ადგილით დაწინაურდა - რონალდოს ეფექტი ყველაფერზე მოქმედებს და პორტუგალიელის გუნდში მოსვლის შემდეგ იუვენტუსს სოციალურ ქსელში 16 მილიონი გამომწერით მეტი ჰყავს. ტურინელებმა მე-8 ადგილზე გადაინაცვლეს, მათ ცხრილში პარი სენ-ჟერმენსა და ლივერპულს გადაასწრეს.

მეორე ცვლილება კი დორტმუნდის ბორუსიას წინსვლაა. დორტმუნდელებმა გალათასარაის გადაუსწრეს და მე-12 ადგილზე არიან.

ერთადერთი არაევროპული კლუბი, რომელიც პირველ 15 გუნდში მოხვდა, ბრაზილიური კორინთიანსია. 'ტიმაო' ფლამენგოს 200 ათასი გამომწერით უსწრებს.

მსოფლიოს ყველაზე პოპულარული გუნდები სოციალურ ქსელებში

ინფორმაცია
მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.