სელტა
2-2
რეალი

22.09.2018 22:45
სტადიონი: MONTILIV
ლალიგა
N
კლუბები
1
ბარსელონა
43
19
2
ატლეტიკო
38
19
3
სევილია
33
19
4
რეალი
33
19
5
ალავესი
33
20
ბომბარდირები
N
ფეხბურთელები
1
მესი
17
2
სუარესი
14
3
სტუანი
12
4
ასპასი
10
გამოკითხვა
FACEBOOK
ტოტენჰემი და რეალი ერიქსენის ტრანსფერზე აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ
ტოტენჰემი და რეალი ერიქსენის ტრანსფერზე აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ
8-01-2019, 23:49
135 / 0
მადრიდის რეალის ხელმძღვანელები ლონდონის ტოტენჰემის დანიელი ნახევარმცველის, კრისტიან ერიქსენის შეძენით სერიოზულად არიან დაინტერსებულნი, იტყობინება უცხოური გავლენიანი გამოცემა - Marca.



გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კრისტიან ერიქსენის ტრანსფერი ფლორენტინო პერესის პრიორიტეტია. დანიელ ფეხბურთელს ტოტენჰემთან 2020 წლამდე გათვლილი კონტრაქტი აკავშირებს, რის გამოყენებასაც მადრიდელები თავიანთ სასარგებლოდ შეეცდებიან.



ის ფაქტი, რომ ერიქსენს ტოტენჰემის ხელმძღვანელობასთან კარგი ურთიერთობა აქვს, ახალი ამბავი არ არის, თუმცა ჯერჯერობით დანიელი მოთამაშე "მამლებთან" ახალი კონტრაქტის გაფორმებას არ ჩქარობს.



2 თვის წინ ტოტენჰემმა მადრიდულ გუნდს ერიქსენის ტრანსფერის სანაცვლოდ 250 მილიონი ევრო მოსთხოვა, რაზედაც "სამეფო კლუბისგან" უარი მიიღო. ახლა კი რეალი ახალ მოლაპარაკებას იწყებს ერიქსენის ტრანსფერზე და სურს, რომ ფეხბურთელი 100 მილიონი გირვანქის (100 მილიონი ევრო) სანაცვლოდ შეიძინონ.



The Independent იტყობინება, რომ მხარეები აქტიურ მოლაპარაკებას აწარმოებენ ერიქსენის ტრანსფერის თაობაზე და დანიელი ფეხბურთელის მომავალი ოფიციალურად ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე გაირკვევა.



იმ შემთხვევაში, თუ ზაფხულში რეალი ტოტენჰემთან შეთანხმებას ვერ მიაღწევს, მაშინ დანიელი მოთამაშე ლონდონურ კლუბთან ახალ კონტრაქტზე მოაწერს ხელს.
ინფორმაცია
მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.