სელტა
2-2
რეალი

22.09.2018 22:45
სტადიონი: MONTILIV
ლალიგა
N
კლუბები
1
ბარსელონა
43
19
2
ატლეტიკო
38
19
3
სევილია
33
19
4
რეალი
33
19
5
ალავესი
33
20
ბომბარდირები
N
ფეხბურთელები
1
მესი
17
2
სუარესი
14
3
სტუანი
12
4
ასპასი
10
გამოკითხვა
FACEBOOK
რეალს სერია ა-ს პოლონელი ბომბარდირი იჯარით სურს
რეალს სერია ა-ს პოლონელი ბომბარდირი იჯარით სურს
8-01-2019, 13:17
187 / 0
ჯენოას თავდამსხმელმა კრიშტოფ პიატეკმა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში შესაძლოა საკლუბო ადგილსამყოფელი შეიცვალოს და მადრიდის რეალში გადავიდეს. ამის შესახებ AS იუწყება.



აღნიშნული წყაროს ცნობით, მადრიდელებს 23 წლის პოლონელი იჯარით, სეზონის დასრულებამდე სურთ. იქნება თუ არა კონტრაქტში გამოსყიდვის პუნქტი, ამ ეტაპზე უცნობია. აქამდე მედიაში დაიწერა, რომ ფეხბურთელით მილანია დაინტერესებული.



პიატეკი ჯენოაში 2018 წლის ზაფხულში კრაკოვიადან €4.5 მილიონად გადავიდა. სერია ა-ს მიმდინარე სეზონში კრიშტოფმა 19 მატჩი გამართა და მეტოქეთა კარი 13-ჯერ აიღო. ის ბომბარდირთა შორის მეორე ადგილზეა და მხოლოდ იუვენტუსის ფორვარდ კრიშტიანუ რონალდუს ჩამორჩება (1 გოლით). პიატეკს ჯენოასთან მოქმედი კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში უმთავრდება.



თავის მხრივ, ჯენოა იუვენტუსს შუახაზელი სტეფანო სტურაროს იჯარაზე შეუთანხმდა.
ინფორმაცია
მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.