სელტა
2-2
რეალი

22.09.2018 22:45
სტადიონი: MONTILIV
ლალიგა
N
კლუბები
1
ბარსელონა
43
19
2
ატლეტიკო
38
19
3
სევილია
33
19
4
რეალი
33
19
5
ალავესი
33
20
ბომბარდირები
N
ფეხბურთელები
1
მესი
17
2
სუარესი
14
3
სტუანი
12
4
ასპასი
10
გამოკითხვა
FACEBOOK
მესიმ დუმილი დაარღვია
მესიმ დუმილი დაარღვია
30-12-2018, 21:08
688 / 0
მესიმ მოდრიჩს მიულოცა ოქროს ბურთი და განაცხადა, რომ ინდივიდუალური ტიტული მისთვის არც ისე მნიშვნელოვანია...

2018 წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება ლუკა მოდრიჩმა მიიღო, ლეო მესი კი მეხუთე ადგილს დასჯერდა. არგენტინელმა მეგავარსკვლავმა დუმილი დაარღვია და ამ თემაზე ისაუბრა.

„გავიგე თუ რომელი ფეხბურთელები იყვნენ მოგების კანდიდატები და ვიცოდი, რომ ამ პრიზს მე არ ავიღებდი.“-თქვა ლეომ.


აღსანიშნავია, რომ 31 წლის ფეხბურთელი ამ თემაზე საკმაოდ მორიდებულად საუბრობდა.


ის, რომ მესიმ მეხუთე ადგილი დაიკავა, ბევრი გულშემატკივრისთვის უკმაყოფილების მიზეზი გახდა და ბევრიც შოკში ჩავარდა. რაც შეეხება დანარჩენ ადგილებს, მეორე, მესამე და მეოთხე ადგილები შესაბამისად კრიშტიანუ რონალდუმ, კილიან მბაპემ და ანტუან გრიზმანმა დაიკავეს.

კრიშტიანუ რონალდუმ, რომელიც რამდენიმე კვირის წინ რეალიდან იუვენტუსში გადავიდა მესი სერია ა-ში სათამაშოდ მიიწვია. მიუხედავად იმისა, რომ მესიმ ბარსელონას დატოვებაზე უარი განაცხადა, მან რონალდუსთან ურთიერთობაზეც გააკეთა კომენტარი.


„კრიშტიანუსთან პაექრობა ძალიან საინტერესო და სასიამოვნო სანახავი იყო.“-დასძინა მესიმ.


არგენტინელი ვიზავისგან განსხვავებით, თავად რონალდუ ფიქრობს, რომ ოქროს ბურთს ის იმსახურებდა და არა მოდრიჩი.


„ვფიქრობ წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებას, მუდამ მე უნდა ვიღებდე.“-აცხადებს პორტუგალიელი გოლეადორი Goal-თან საუბრისას.

აც შეეხება მესის, როგორც ჩანს ის დიდად არ განიცდის იმას, რომ საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული მეექვსედ ვერ მიიღო.


„მე ყოველდღიურად ვმუშაობ, თუმცა თუ არ გავიმარჯვებ ეს არ იქნება სამყაროს დასასრული. ციფრები და სტატისტიკა არ ტყუის, თუმცა ნაკლებად ბედნიერი არ ვიქნები თუ სხვა გაიმარჯვებს და არა მე.


მყავს ფანტასტიური მეგობრები, ბრწყინვალე ოჯახი და ვთამაშობ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში. იმის გამო რომ ოქროს ბურთი ვერ მოვიგე, სახლში წასვლას და ტირილს ნამდვილად არ ვაპირებ. იმედგაცრუებული ვარ, თუმცა ცხოვრება გრძელდება.


მინდა მოდრიჩს დამსახურებული ჯილდოს მოგება მივულოცო, თუმცა აქვე დავძენ, რომ ყველაფრს გავაკეთებ იმისთვის, რათა მომდევნო წელს ოქროს ბურთი მე მოვიგო.“-ამბობს მესი.
ინფორმაცია
მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.