სელტა
2-2
რეალი

22.09.2018 22:45
სტადიონი: MONTILIV
ლალიგა
N
კლუბები
1
სევილია
26
13
2
ბარსელონა
25
13
3
ატლეტიკო
24
13
4
ალავესი
23
13
5
ესპანიოლი
21
13
ბომბარდირები
N
ფეხბურთელები
1
იაგო ასპასი
8
2
კრისტიან სტუანი
7
3
ანდრე სილვა
7
4
ლიონელ მესი
7
გამოკითხვა
FACEBOOK
რეალი ზაფხულამდე ვერ ითბენს - ფლორენტინოს ეს დღესვე სურსს
რეალი ზაფხულამდე ვერ ითბენს  - ფლორენტინოს ეს დღესვე სურსს
6-12-2018, 14:34
201 / 0
რეალი შეტევის გაძლიერებას სიტის ფეხბურთელით აპირებს. მთავარი კონკურენტი პსჟ გახლავთ.

AS-ის ცნობით, მადრიდის რეალს მანჩესტერ სიტის ახალგაზრდა ფორვარდის, ბრაჰიმ დიასის გადაბირება სურს. ესპანელ ფეხბურთელს ქალაქელებთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და პრემიერლიგის დატოვებით, ისიც არის დაინტერესებული.



მიუხედავად იმისა, რომ დიასი ზაფხულში თავისუფალი აგენტი იქნება, ესპანელები მის შეძენას იანვარში აპირებენ, რადგან ფეხბურთელით პსჟ-ც არის დაინტერესებული და არ სურთ მოთამაშის გადაბირებისას საქმე გაურთულდეთ.



უნდა ითქვას ისიც, რომ ბრაჰიმს ძალიან ცოტა სათამაშო დრო ეძლევა. ახალგაზრდა შემტევს პრემიერლიგაში ერთი წუთიც არ უთამაშია და მხოლოდ სათასო დაპირისპირებებში უწევს ასპარეზობა. მოგეხსენებათ მის ადგილას რიად მაჰრეზი, ლეროი სანე და რაჰიმ სტერლინგი გამოდიან და რთული წარმოსადგენია დიასს უახლოეს მომავალში გვარდიოლამ სათამაშო დრო გაუზარდოს.



რაც შეეხება პეპის პოზიციას, მიუხედავად იმისა, რომ მას დიასის დარჩენა სურს, თუ თავად ფეხბურთელს გუნდის დატოვება მოუნდება, გვარდიოლა მას ხელს არ შეუშლის. გეტყვით იმასაც, რომ მადრიდელები პრემიერლიგის მოქმედ ჩემპიონთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებენ.



ცნობისთვის, ესპანელები ფეხბურთელს გარანტირებულ სათამაშო დროს ჰპირდებიან, რაც ტრანსფერის განხორციელების ალბათობას ერთი ორად ზრდის.
ინფორმაცია
მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.