სელტა
2-2
რეალი

22.09.2018 22:45
სტადიონი: MONTILIV
ლალიგა
N
კლუბები
1
სევილია
26
13
2
ბარსელონა
25
13
3
ატლეტიკო
24
13
4
ალავესი
23
13
5
ესპანიოლი
21
13
ბომბარდირები
N
ფეხბურთელები
1
იაგო ასპასი
8
2
კრისტიან სტუანი
7
3
ანდრე სილვა
7
4
ლიონელ მესი
7
გამოკითხვა
FACEBOOK
ცხოვრება ქალაქ-მოჩვენებაში - გაძვალტყავებული მოდრიჩი
ცხოვრება ქალაქ-მოჩვენებაში - გაძვალტყავებული მოდრიჩი
6-12-2018, 02:18
137 / 0
დღეს, მთელი საფეხბურთო სამყარო ლუკა მოდრიჩზე და მის "ოქროს ბურთზე" ლაპარაკობს. მსჯელობენ - რამდენად სამართლიანია ხორვატისთვის ამ პრესტიჟული ჯილდოს მიცემა. ფაქტი ის არის, რომ "რეალის" ნახევარმცველი ყველა ვერსიით 2018 წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა და მისი საფეხბურთო გზის გაცნობის დრო მოვიდა...

ლუკას არ უყვარს თავის ბავშვობაზე ლაპარაკი. ასეა ნებისმიერი იუგოსლავიელი ბიჭი, რომელიც 90-იან წლებში იზრდებოდა და ომთან ბევრი მოგონება აკავშირებს. ექვსი წლის იყო, როცა მისი შეშინებული ოჯახი სოფელ ზატონიდან გაიქცა.

დეკემბრის ერთ დილას, მოდრიჩის ბაბუა, რომლის საპატივცემულოდაც დაარქვეს ფეხბურთელს ლუკა, მინდორზე გავიდა საქონლის სამწყემსად და სადილისთვის შინ არ დაბრუნდა. მთელი ოჯახი მის საძებნად წავიდა და საღამოს მოკლული იპოვა. გაქცევა გადაწყდა. მოდრიჩებმა ბარგი აკრიფეს და გაიქცნენ. რამდენიმე საათის შემდეგ, მათი სახლი გადაწვეს.

გაიქცნენ ქალაქ-მოჩვენება ობროვაცში, სადაც ხორვატი ბოსნიელებისთვის სასტუმრო-თავშესაფარი "კოლოვარე" ააშენეს. მშობლები, რომლებმაც დაკარგეს სამუშაო ტრიკოტაჟის ქარხანაში, ახალ სამუშაოს ეძებდნენ, ხოლო ოჯახის უფროსმა სტიპემ ომში ყოფნაც მოასწრო. ბომბებითა და აფეთქებებით სავსე სამყაროში, მოდრიჩი ყველაზე კომფორტულად გრძნობდა თავს - ყოველ დღე გადიოდა სასტუმროს პარკინგზე, იქ ბურთს თამაშობდა და აუცილებლად რაღაცას ამტვრევდა. შუშის მსხვრევის ხმაზე შეშინებული მეზობლები ფანჯრებიდან იხედებოდნენ, მაგრამ ბომბების ნაცვლად, ქუჩაში ბურთი დაფრინავდა.

"ერთხელ, დამირეკა "კოლოვარეს" თანამშრომელმა. მან ერთი ბიჭის ნახვა შემომთავაზა, რომელიც გაუთავებლად თამაშობდა ბურთით", - იხსენებს "ზადარის" ხელმძღვანელი იოსიპ ბაილო. ეს გუნდი ობროვაციდან 40 კილომეტრის მოშორებით თამაშობდა. "ზადარმა" თავის აკადემიაში გასასინჯად დაუძახა მოდრიჩს.

"ის თავისი ასაკისთვის ძალიან გამხდარი და პატარა იყო, მაგრამ მასში ჩანდა რაღაც განსაკუთრებული. მართალია, ამაზე არც გვიოცნებია, მაგრამ შემდეგ ლუკა ვარსკვლავად გაიზარდა", - დაამატა ბაილომ .

ღარიბ ხორვატულ ოჯახს ფული არაფრისთვის ჰქონდა. ორი წელს ელექტრობისა და წყლის გარეშე ცხოვრობდნენ. ოთხნი ერთად - სტიპე, დედა რადოიკა, ლუკა და მისი ძმა იასმინი საკვებს ძლივს შოულობდნენ. მაგრამ ფეხბურთისთვის სტიპე ყოველთვის შოულობდა - ლუკასთვის ყიდულობდა ბუცებს, მაისურს... ერთხელ, წვივსაფრისთვის ფული არ ჰქონდა. სტიპემ მახვილგონიერება გამოიჩინა და ხისგან წვივების დამცავი თავად გამოთალა.

დიდი ფეხბურთის სკოლას ლუკა მოდრიჩი გადიოდა ბოსნიის "ზრინსკიში". საეჭვო ადგილი სრულყოფისთვის - ბოსნიის ლიგაში შემტევ მოთამაშეებს ფეხებზე ხორცებს აგლეჯენ, წარმოიშვება კონფლიქტები ნაციონალურ თემებზე. "ჩვენ ვხედავდით ლუკაში პოტენციალს, მაგრამ ზაგრების "დინამოში" გვითხრეს: "რას მოგცემთ ეს პატარა გაძვალტყავებული ბიჭი? ის ძალიან სუსტია თქვენი ფეხბურთისთვის", - იხსენებს ივიცა ჯიდიჩი, "ზრინსკის" ვიცე-პრეზიდენტი.

"ლუკა ძალიან სუსტი იყო, - ამბობს ჯიდიჩი. - როგორც კი მოდრიჩი დაღლილობას გრძნობდა, მაშინვე შეცვლას ითხოვდა. სეზონის დასაწყისში "ჩელიკს" ვეთამაშებოდით 40-გრადუსიან სიცხეში, და ლუკამ უკვე 30-ე წუთზე ასწია ხელი. მაყურებელი უსტვენდა, მაგრამ უნდა გაგვეყვანა მოედნიდან. უმჯობესი იყო, სათადარიგოთა სკამზე მჯდარიყო, ვიდრე მინდორზე მომკვდარიყო".

მოდრიჩმა ჯიდიჩისგან ინდივიდუალური ვარჯიშების კომპლექსი მიიღო, რჩებოდა სატრენაჟორო დარბაზში. და მალე მიხვდა, რომ ეს მისთვის არ იყო - ერთი თვე გაუძლო ვარჯიშებს.

მთელი სეზონი ლუკა ითხოვდა შეცვლას მე-60 წუთისთვის, სამაგიეროდ, ისწავლა ბოსნიელი მცველების წინააღმდეგ თამაში. ისწავლა სისწრაფეში მოგება, მეტოქისგან თავის დაძვრენა, სანამ ის მუხლს გამოსწევდა.

"ის, ვინც ბოსნიის ჩემპიონატში ათამაშდება, ყველგან თამაშს შეძლებს", - მოგვიანებით გააცნობიერა თავისთვის მოდრიჩმა. სეზონის ბოლოს, ზდრავკო მამიჩმა პირადად სთხოვა ლუკას ხორვატიის ჩემპიონატში დაბრუნება, ორი წლის შემდეგ, როცა მოდრიჩს დებიუტი ჰქონდა ხორვატიის ნაკრებში, მას 10-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა.

"ზადარში" მოდრიჩს მეორე მამა გამოუჩნდა - კლუბის აკადემიის ყოფილი შეფი ტომისლავ ბაშიჩი. მის სახლში, კედელზე ჩარჩოში ჩასმული ფოტო ეკიდა, რომელშიც ის, მისი ვაჟი, ასევე აკადემიის მწვრთნელი დომაგოი და ლუკა ხელგადახვეულნი იდგნენ.

ბაშიჩი სათუთად ეპყრობოდა თავის იუნიორებს, განსაკუთრებით, ომის დროს: სავარჯიშო მინდორს გარს ერტყა ბორცვები, საიდანაც მოხერხებული იყო ყუმბარების სროლა და ხშირად უწევდათ სამალავში ჩასვლა ვარჯიშების დროს. "ფეხბურთი იყო რეალობიდან გაქცევის საშუალება", - ამბობდა ბაშიჩი. მაგრამ ლუკა მოდრიჩს ის განსაკუთრებულად პატრონობდა.

როცა ლუკა 10 წლის იყო, ტომისლავმა მისთვის და მარიო გრგურევიჩისთვის მოაწყო გასინჯვა "ჰაიდუკში", რომლის მიმართ მოდრიჩი ბავშვობიდან ამჟღავნებდა სიმპათიას. შედეგი იოლად გამოსაცნობი იყო - ლუკა თავისი ასაკის გუნდში ყველაზე დაბალი იყო, მესამე დღეს მას უწოდეს ყველაზე სუსტი და შინ გაუშვეს. მოდრიჩი გაბრაზდა, ფეხბურთის თამაში აღარ უნდოდა. ბაშიჩი მის გადარწმუნებას ცდილობდა. ნახევარი წლის შემდეგ, "ზადარი" "ჰაიდუკს" იტალიაში ტურნირზე შეხვდა. პატარა და სუსტმა ლუკამ მთელი გუნდი ათრია, მაგრამ მწვრთნელები არც კი იხედებოდნენ მოდრიჩის მხარეს. რამდენიმე წლის თავზე, უკვე მოდრიჩის ხორვატიის ჩემპიონატში დებიუტის შემდეგ, "ჰაიდუკის" ახალგაზრდული სექციის ხელმძღვანელი გაუწყრა იმათ, რომლებმაც უარყვეს ლუკას ტალანტი.

ხუთი წლის შემდეგ, ტომისლავ ბაშიჩმა გადაწყვიტა: რახან მოდრიჩის საყვარელ გუნდში მოწყობა არ გამოვიდა, ღირს მისი კონკურენტებთან გაშვება. ის იცნობდა ზდრავკო მამიჩს, ოდიოზურ კარიერისტს, რომელიც მაშინ ახალი მისული იყო ზაგრების "დინამოს" ხელმძღვანელობაში, დღეს კი ცდილობს, მთელ ხორვატულ ფეხბურთს დაეპატრონოს. ბაშიჩმა შესთავაზა მამიჩს თავისი ორი ვარსკვლავი, რომლებიც, რატომღაც არ შეიმჩნიეს "დინამოს" სკაუტებმა, მაგრამ ზდრავკო მაშინვე დათანხმდა ორივეს აყვანას. ასეთი სიუჟეტი მეორდება მოდრიჩის მთელი კარიერის განმავლობაში: ლუკა ოცნებობდა "ჰაიდუკში", "ჩელსიში" და "ბარსელონაში" თამაშს, მაგრამ ხვდებოდა პირდაპირი კონკურენტების ხელში.

"ის, შესაძლოა, ყველასთან არ შევა ფიზიკურ კონტაქტში, სამაგიეროდ, აქვს ფეხებში სისწრაფე, სხეულის ბალანსი და მინდვრის ხედვა", - ზლატკო კრანჩარმა ყველაფერი იცოდა ლუკა მოდრიჩის შესახებ ჯერ კიდევ 2006 წლის გაზაფხულზე, ხორვატიის ნაკრებში პირველი მატჩის შემდეგ - არგენტინის წინააღმდეგ ამხანაგურ თამაშში.

მოდრიჩის ბედი თავიდან ბოლომდე არის დაკავშირებული კრანჩარების ოჯახთან: მამა ზლატკომ პირველად გაიყვანა ის მინდორზე ხორვატიის მაისურით, ვაჟმა ნიკომ დაუთმო ლუკას თავისი ადგილი. "მთელი ქვეყანა ვფიქრობდით: როგორ შეიძლება მოდრიჩმა აჯობოს კრანჩარს? ახლა კი გაუგებარია, როგორ შეეძლო კრანჩარს მოდრიჩისთვის ეჯობნა", - თქვა ოტო ბარიჩმა, ხორვატიის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა იმ მატჩიდან ხუთი წლის თავზე. იმ დროისთვის, ნიკო მივიდა ლუკასთან "ტოტენჰემში", სათადარიგოთა სკამზე მყარად დაჯდა და კარიერულ კიბეზე ქვემოთ დაეშვა - საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ის მეორე ამერიკულ ლიგაში წავიდა.

სლავენ ბილიჩმა მოდრიჩი ნაკრების წამყვან მოთამაშედ აქცია. დებიუტიდან ერთი წლის შემდეგ, ლუკა ისრაელში ჩავიდა მორიგი მატჩისთვის. თამაშის შემდეგ შეხვდა ჯოვანი როსოს, რომელსაც სახელი გაითქვა ისრაელში. როსომ ლუკა, დარიო სრნა და სხვა მოთამაშეები რესტორანში წაიყვანა. ისადილეს, ბარში ღვინისთვის წავიდნენ, მაგრამ მცველებმა მოდრიჩი ბარში არ შეუშვეს: "ბოდიში, 16 წლამდე ბავშვებისთვის ალკოჰოლი აკრძალულია".

ერთი წლის შემდეგ იყო ევროპის ჩემპიონატი, სადაც ლუკა მოდრიჩმა პირველ წარმატებას მიაღწია - მოხვდა ტურნირის სიმბოლურ ნაკრებში. არსენ ვენგერი ჯიუტად იმეორებდა, რომ მოდრიჩი ძალიან სუსტია ინგლისისთვის, ხორვატიამ კი ყველაზე დასანანი მარცხი იწვნია ისტორიაში. კიდევ რვა წლის შემდეგ, კაპიტნის სამკლავური ნაკრებში, იმედების ზღვა, ესპანეთზე მოგება, როცა მოდრიჩმა უკარნახა დანიელ სუბაშიჩს - როგორ დაარტყამდა პენალტს სერხიო რამოსი, წაგება მერვედფინალში და ლუკას გულწრფელი მონანიება გულშემატკივრების წინაშე, რის გამოც, ის კიდევ უფრო დააფასეს სამშობლოში.

მატჩების შემდეგ შინ დაბრუნებული ლუკა არ იძინებს, არამედ თავის ანალიტიკურ ლაბორატორიაში ხვდება. მოდრიჩი თავის მეუღლესთან ვანიასთან ერთად არჩევს შეცდომებს. უკვე შვიდი წელია, ღამით კინოფილმების ნაცვლად, ისინი რთავენ მატჩების ვიდეოჩანაწერებს, სადაც ვანია ყურადღებით აკვირდება ლუკას შეცდომებს. გოგონას აზრით, მთავარი შეცდომაა მოდრიჩის სურვილი - უფრო მეტი ითამაშოს გუნდისთვის: "ლუკა აანალიზებს თითოეულ საკუთარ მოძრაობას, მაგრამ მან უფრო მეტი უნდა დაარტყას კარში. ის ჯიუტად აგრძელებს პარტნიორებზე თამაშს, როცა შეუძლია თავად დაარტყას".

ლუკა მოდრიჩის პირადი ანალიტიკოსი - მისი აგენტიცაა. ლუკა და ვანია პირველად 2004 წელს, ზაგრების კაფეში შეხვდნენ ერთმანეთს - მოდრიჩის "დინამოში" მომავლის განსახილველად. შეხვედრის შესახებ ტელეფონით მოილაპარაკეს, სამი საათი ილაპარაკეს. ჯერ სამუშაო აკავშირებდათ, ერთი წლის შემდეგ კი ვანიამ იფიქრა: ლუკა უბრალოა, მოკრძალებული, საკუთარ თავში დარწმუნებული, ამბიციური და ზედმეტად არ გაწუხებს ყოველ საკითხზე.

2010 წელს, მათ ქორწილი ჰქონდათ. მეჯვარე იყო ვედრან ჩორლუკა, რომელიც მოდრიჩთან ერთად "ინტერში", "დინამოში" და "ტოტენჰემში" თამაშობდა. ორი კვირის შემდეგ, ვაჟი ივანო გაუჩნდათ, სამი წლის შემდეგ, ქალიშვილი ემა. 2016 წლის მარტში კი ესპანეთში დაიბადა ბიჭი, სახელად მოდრიჩი, რომელსაც არანაირი კავშირი არ ჰქონდა ხორვატ წყვილთან - თავის ვაჟს ასე დაარქვა "გრანადას" ფეხბურთელმა ხავი მარკესმა: "ჩემს ცოლს ძალიან მოსწონს მოდრიჩი. არ ვარ წინააღმდეგი, რომ ჩემი შვილი შეადარონ ასეთ ბრწყინვალე ფეხბურთელსა და ადამიანს".

2013 წლის დასაწყისში, ლუკა მოდრიჩმა მოიგო პირველი ინდივიდუალური ჯილდო მადრიდის "რეალში" - ადგილობრივი "ოქროს უნიტაზი" Mარცა-სგან, როგორც 2012 წლის ყველაზე ცუდმა ახალბედამ. ჟოზე მოურინიომ სცადა მოდრიჩის ადაპტირება თავის ტაქტიკასთან და სტილთან, მაგრამ არ გამოუვიდა - თამაშობდნენ ჩაბი ალონსო და ხედირა, მოდრიჩი კი იშვიათი შანსით კმაყოფილდებოდა. როცა მინდორზე გამოდიოდა, უძლიერესი იყო.

შემდეგ ესპანეთში ჩავიდა კარლო ანჩელოტი, ლუკა მნიშვნელოვან მოთამაშედ აქცია მადრიდელთა ცენტრში, საშუალება მისცა ემოძრავა მთელ ცენტრალურ ზონაში და გადაექცია მოდრიჩი ანდრეა პირლოდ. "რეალმა" მოდრიჩთან ერთად მოიგო სამი ჩემპიონთა ლიგა, ფეხბურთელთან გაფორმდა კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულამდე და ხორვატმა "ოქროს ბურთის" მიღების შემდეგ თქვა, რომ მადრიდში უნდა კარიერის დასრულება.

"სანტიაგო ბერნაბეუზე" შავ მუშებს ძალიან არ აფასებენ, ყოველთვის უფრო ჩანან ისინი, ვინც ბევრს იტანენ. მიუხედავად ამისა, მოდრიჩმა შეაყვარა თავი მსოფლიოში ყველაზე მომთხოვნ გულშემატკივრებს. ხორვატს აქვს მზა პასუხი იმაზე - როგორ მიაღწია ასეთ სიმაღლეებს.

- მთელი ჩემი ხორვატული კარიერის განმავლობაში, ხალხი თავს მაბეზრებდა - ამბობდა, რომ არასაკმარისად კარგი ვარ, პატარა და სუსტი. მაგრამ თქვენ უნდა ჩასწვდეთ ხორვატი ხალხის არსს. ომის შემდეგ, ჩვენ ძლიერები გავხდით, ხისტები. ახლა, რთულია ჩვენი გატეხა.
ინფორმაცია
მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.