სელტა
2-2
რეალი

22.09.2018 22:45
სტადიონი: MONTILIV
ლალიგა
N
კლუბები
1
ბარსელონა
24
11
2
სევილია
20
11
3
ატლეტიკო
20
11
4
ალავესი
20
11
5
ესპანიოლი
18
10
ბომბარდირები
N
ფეხბურთელები
1
იაგო ასპასი
8
2
კრისტიან სტუანი
7
3
ანდრე სილვა
7
4
ლიონელ მესი
7
გამოკითხვა

თქვენი აზრით - უნდა მიმდინარეობდეს, თუ არა madridistebi.com-ზე სტატიებისა და კომენტარების წერა ქართულად???

FACEBOOK
ქარიმ ბენზემა: სოლარი მინიმუმ სეზონის ბოლომდე უნდა დარჩეს!
ქარიმ ბენზემა: სოლარი მინიმუმ სეზონის ბოლომდე უნდა დარჩეს!
8-11-2018, 20:17
76 / 0
მადრიდის რეალის თავდამსხმელმა ქარიმ ბენზემამ, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურის მატჩში, სტუმრად პლზენთან (5:0) დუბლი და საგოლე პასი მიითვალა, თამაშის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

ფეხბურთელმა თითოეულ მატჩში თავის ამოცანებზე, ასევე სანტიაგო სოლარის საქმიანობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მადრიდის რეალის დროებით თავკაცს გუნდთან მუშაობის საშუალება, სულ ცოტა, სეზონის ბოლომდე უნდა მისცენ.

"როდესაც მოედანზე გავდივარ, არამხოლოდ გოლების გატანაზე ვფიქრობ. მსურს ვითამაშო, შევასრულო საგოლე გადაცემები, გავიტანო კიდეც - გავაკეთო ყველაფერი, რაც თავდამსხმელს ევალება. ფეხბურთს ვთამაშობ, რათა ისტორია შევქმნა, მაგრამ ზოგჯერ ადამიანებს არ ესმით, რას ვაკეთებ მოედანზე და ეს უკვე აღარც მანაღვლებს. 30 წლის ვარ, მყავს შვილები და ამაზე აღარ ვფიქრობ.

რა თქმა უნდა, მოხარული ვიქნები, თუ სოლარი გააგრძელებს გუნდთან ერთად მუშაობას. ის სრულებით გვაკმაყოფილებს. და რატომაც არა? ჩემი აზრით, სოლარი თანამდებობაზე, სულ ცოტა, სეზონის ბოლომდე უნდა დარჩეს", - აცხადებს ბენზემა.


სანტიაგო სოლარი მადრიდის რეალის დროებით მთავარ მწვრნელად თანამდებობიდან ხულიენ ლოპეტეგის წასვლის შემდეგ დაინიშნა. 42 წლის არგენტინელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით რეალმა სამი მატჩი ჩაატარა - ესპანეთის თასზე, ლა ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაში და სამივე მოიგო (ბურთები 11:0).

ქარიმ ბენზემა მადრიდის რეალის ღირსებას 2009 წლიდან იცავს. 30 წლის ფრანგმა თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის 17 მატჩში 9 გოლი გაიტანა.

4 ტურის შემდეგ G ჯგუფს რეალი 9 ქულით ლიდერობს, ამდენივეა რომას აქტივში, რომელიც მადრიდელებს დამატებითი მაჩვენებლებით ჩამორჩება. 4 ქულით მესამეზეა ცსკა, ხოლო ბოლოზე - პლზენი (1 ქულა).
ინფორმაცია
მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.