სელტა
2-2
რეალი

22.09.2018 22:45
სტადიონი: MONTILIV
ლალიგა
N
კლუბები
1
ბარსელონა
24
11
2
სევილია
20
11
3
ატლეტიკო
20
11
4
ალავესი
20
11
5
ესპანიოლი
18
10
ბომბარდირები
N
ფეხბურთელები
1
იაგო ასპასი
8
2
კრისტიან სტუანი
7
3
ანდრე სილვა
7
4
ლიონელ მესი
7
გამოკითხვა

თქვენი აზრით - უნდა მიმდინარეობდეს, თუ არა madridistebi.com-ზე სტატიებისა და კომენტარების წერა ქართულად???

FACEBOOK
სერხიო რამოსი: ის 'რეალის' გასახდელს მართავს!
სერხიო რამოსი: ის 'რეალის' გასახდელს მართავს!
8-11-2018, 01:58
230 / 0
როდესაც ხულიენ ლოპეტეგი "რეალის" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან წავიდა, სერხიო რამოსმა თქვა:

"ჩვენ მწვრთნელი უნდა გადაგვერჩინა და ვერ გადავარჩინეთ. ეს ჩვენი სირცხვილია და ყველანი ძალიან იმედგაცრუებულები ვართ. ეს ასე არ უნდა მომხდარიყო", - ესპანელი ვარსკვლავისგან ამის მოსმენა ცოტა გასაკვირი იყო...

ოდნავ მოგვიანებით სერხიო რამოსს ჰკითხეს, თუ ვის ისურვებდა "რეალის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე. მან ძალზე თავმდაბლურად თქვა: "რა თქმა უნდა, ამის თაობაზე შეიძლება მქონდეს ჩემი აზრი და მაქვს კიდეც. არის ერთი მომენტი - მე ფეხბურთელი ვარ და ჩემს აზრს არავითარი გავლენა და მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ ფეხბურთელები ვართ და თამაში გვევალება", - თქვა რამოსმა.

ძალიან თავმდაბლური პასუხი ძალიან არათავმდაბალი ფეხბურთელისგან. კვამლი უცეცხლოდ ნამდვილად არ ჩნდება. ხულიენ ლოპეტეგის ხელში "რეალი" სულ ცუდი იყო, მაგრამ განსაკუთრებით ცუდი იყო ის ბოლო "ელ კლასიკოში", რომელშიც, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, განადგურდა - 1:5.

კრიშტიანო რონალდოს წასვლის მიუხედავად, საქმეში კარგად ჩახედული არაერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ "რეალი" არ იყო იმდენად სუსტი, რომ ლოპეტეგის შეფობით ყველაფერი წაეგო და უშანსოდ დამარცხებულიყო თუნდაც "ბარსელონასთან".

აი, მიზეზიც - არის აზრი, რომ ყველაფერი გადაწყვიტა გასახდელში არაჯანსაღმა სიტუაციამ. გასახდელს კი "რეალში" ერთადერთი ვინმე მართავს და ეს ის სერხიო რამოსია, რომელმაც ცოტა ხნის წინ ძალიან თავმდაბლური პასუხი გასცა კითხვაზე.

ის კი არა, ესპანეთში ბოლო დრომდე მწარედ ხუმრობენ, რომ რამოსი ძალიან ახლოსაა "რეალის" მწვრთნელობასთან, რადგან მას შემდეგ, რაც ზინედინ ზიდანი და რონალდო აიბარგნენ "სანტიაგო ბერნაბეუდან", იქ ახლა რამოსი არის ყველაფერი! ის თამაშობს დაცვაში, ნახევარდაცვაში და უტევს კიდეც. ის არავის ანებებს 11-მეტრიანებისა და ჯარიმების შესრულებას...

ეს ის შემთხვევაა, როცა "მეფე" აღარ არის და სავსებით ბუნებრივია, როცა მეფობა სურს ერთ ძალიან მაგარ ფეხბურთელს, მაგრამ არ შევცდებით, თუ ვიტყვით, რომ ამდენს "რეალში" საკუთარ თავზე რონალდოც კი არ იღებდა.

წითელი შუქი კონტეს

რატომ ჩაშალეს "რეალის" ფეხბურთელებმა გუნდში ანტონიო კონტეს მისვლა? სერხიო რამოსის მეთაურობით რამდენიმე ფეხბურთელმა ჩათვალა, რომ კონტე არ იყო შესაფერისი კანდიდატურა "რეალის" დამრიგებლისთვის იმ მოტივით, რომ მან არ იცის, რა არის შემტევი ფეხბურთი.

ასე გაჟღერდა ოფიციალურად. არაოფიციალურად კი ყველაფერი, ალბათ, მოხდა იმის გამო, რომ კონტე ძალიან ხისტია ფეხბურთელების მიმართ. აქედან გამომდინარე, რამოსს შეეკვეცებოდა ფრთები და მისი გავლენა "ბერნაბეუზე" აღარ იქნებოდა ისეთი უკიდეგანო, როგორიც ახლა არის. აქედან გამომდინარე, ფლორენტინო პერესს ჩანაფიქრი ჩაეფუშა. კონტემ კი, ვისი დანიშვნაც უკვე გადაწყვეტილი იყო, თავადვე იუარა და თქვა, რომ მისი დანიშვნა რამდენიმე ფეხბურთელმა არ მოინდომა.

რამოსს აწყობს, რომ "რეალის" მწვრთნელი რაც შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში იყოს სანტიაგო სოლარი. ის არ არის იოლად სამართავი, მაგრამ არც კონტეა და სამწვრთნელო საქმეშიც შედარებით ახალი და გამოუცდელია. ალბათ, რამოსი და მისი დაჯგუფება ამასაც საზღვრავს.

გულშემატკივრები უკვე ღიად უსტვენენ სერხიო რამოსს. ის კი ამბობს, რომ ეს სტვენა ჩვეულებრივი ამბავია. "რეალის" ნამდვილ ქომაგს არც ის დავიწყებია, რამხელა წვლილი შეიტანა რამოსმა იკერ კასილიასის გუნდიდან გაშვებაში.

მოკლედ, სოლარი დარჩება თუ სხვა მოვა, მწვრთნელს აუცილებლად მოუწევს სერხიო რამოსის საკითხის ასე თუ ისე მოგვარება...

110 მილიონი იკარდისთვის

ვრჩებით "რეალის" კულუარებში და ახლა ერთ სატრანსფერო ამბავზე მოგითხრობთ. "სამეფო კლუბს" "ინტერის" არგენტინელი ფორვარდის, მაურო იკარდის გადაბირება სურს და არგენტინელისთვის ბრძოლას იანვარშივე აპირებს. "დონ ბალონის" ინფორმაციით, მადრიდულ კლუბს ამ საქმისთვის 110 მილიონი ევრო აქვს გამზადებული. იტალიური მედია კი წერს, რომ თავად იკარდისაც სურს "რეალში" გადასვლა. მოკლედ, ტრანსფერი თანდათან უფრო რეალური ხდება.
ჟარდიმი?

დავუბრუნდეთ მწვრთნელის თემას. მართალია, გუნდში უკვე მუშაობს სანტიაგო სოლარი, მაგრამ ვიცით, რომ ის დროებით დასვეს გუნდის საჭესთან და რომ კლუბის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს მთავარ მწვრთნელად უფრო გამოცდილი კადრი სურს. ბოლო ინფორმაციით, "სამეფო კლუბის" ბოსი ერთ-ერთ რეალურ კანდიდატურად განიხილავს "მონაკოს" ყოფილ დამრიგებელ ლეონარდო ჟარდიმს, რომელიც დღესდღეობით უმუშევარია.

44 წლის ვენესუელელი სპეციალისტის ხელში "მონაკომ" ხელშესახებ წარმატებებს მიაღწია. თუნდაც ის ფაქტი, რომ 2017 წელს მონეგასკებმა, ჟარდიმის თავკაცობით, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ითამაშეს, ბევრ რამეზე მეტყველებს.
ინფორმაცია
მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.