სელტა
2-2
რეალი

22.09.2018 22:45
სტადიონი: MONTILIV
ლალიგა
N
კლუბები
1
ბარსელონა
24
11
2
სევილია
20
11
3
ატლეტიკო
20
11
4
ალავესი
20
11
5
ესპანიოლი
18
10
ბომბარდირები
N
ფეხბურთელები
1
იაგო ასპასი
8
2
კრისტიან სტუანი
7
3
ანდრე სილვა
7
4
ლიონელ მესი
7
გამოკითხვა

თქვენი აზრით - უნდა მიმდინარეობდეს, თუ არა madridistebi.com-ზე სტატიებისა და კომენტარების წერა ქართულად???

FACEBOOK
"რეალი" მბაპეს სანაცვლოდ 214 მილიონს იხდიდა, მაგრამ.....
8-11-2018, 00:25
77 / 0
Football Leaks-ის ინფორმაციით, მადრიდის "რეალი" "მონაკოს" 180 მლნ. ევროს სანაცვლოდ კილიან მბაპეს ტრანსფერის თაობაზე შეუთანხმდა. "სამეფო კლუბი" მზად იყო 34 მლნ. ევროს ფარგლებში დავალიანებაც დაეფარა, რის გამოც სატრანსფერო ფასი 214 მლნ. ევრომდე გაიზრდებოდა. ამ ინფორმაციას L'Equipe-ც ადასტურებს. ასევე, Football Leaks-ი ცნობილ საფეხბურთო აგენტს ჟორჟე მენდეშსაც მოიხსენიებს, რომელსაც "რეალის" ხელმძღვანელობა სატრანსფერო ფასის გაზრდაზე უნდა დაეყოლიებინა.

თუმცა, თავად მბაპემ "პსჟ"-ს წინადადება მიიღო, რადგან მან რამდენიმე პირობა წამოაყენა, რომელიც პარიზელებს უნდა შეესრულებინათ:

1. წლიური ანაზღაურება 11 მლნ. ევრო;
2. პირადი თვითმფრინავი;
3. "ოქროს ბურთის" მოგების შემთხვევაში კლუბში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელის სტატუსი;
4. კომპენსაცია, თუ ფინანსური ფეირ-პლეის დარღვევის გამო "პსჟ"-ს ევროთასებიდან მოკვეთდნენ.

Football Leaks-ის ინფორმაციით, ხელფასზე მოთხოვნა დაკმაყოფილებულ იქნა, დანარჩენი კი მხოლოდ ნაწილობრივ.
ინფორმაცია
მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.