სელტა
2-2
რეალი

22.09.2018 22:45
სტადიონი: MONTILIV
ლალიგა
N
კლუბები
1
სევილია
16
8
2
ბარსელონა
15
8
3
ატლეტიკო
15
8
4
რეალი
14
8
5
ესპანიოლი
14
8
ბომბარდირები
N
ფეხბურთელები
1
მესი
29
2
რონალდუ
23
3
სუარესი
23
4
გრიზმანი
17
გამოკითხვა

თქვენი აზრით - უნდა მიმდინარეობდეს, თუ არა madridistebi.com-ზე სტატიებისა და კომენტარების წერა ქართულად???

FACEBOOK
ვინ ჩაიბარებს რეალს? კანდიდატი ცნობილია
ვინ ჩაიბარებს რეალს? კანდიდატი ცნობილია
10-10-2018, 11:45
293 / 0
მადრიდის „რეალისთვის“ სეზონი საშინლად დაიწყო. სამეფო კლუბმა ზედიზედ 4 მატჩი ვერ მოიგო და პლუს ამას გოლის გატანაც ვერ მოახერხა.

ასეთი რამ 1985 წლის შემდეგ პირველად მოხდა. ხულენ ლოპეტეგის გუნდი კრიზისშია და ამას არც მადრიდული პრესა მალავს.

AS-ი ავრცელებს ინფორმაციას, რომ „რეალის“ ხელმძღვანელობა ლოპეტეგის შანსს „ელ კლასიკომდე“ მისცემს და მისი ბედი სწორედ ამის შემდეგ გადაწყდება.

მოსალოდნელი იყო, რომ მალე ლოპეტეგის ულტიმატუმს წაუყენებდნენ. ყველაფერი აქეთკენ მიდიოდა და აი ისიც.



ესპანელი სპეციალისტი ურთულეს სიტუაციაში იმყოფება - „რეალის“ მწვრთნელის პოსტზე ის პირველ სეზონს ატარებს. გუნდს ჩავარდნა აქვს და კლუბი „ელ კლასიკოს“ წაგების შემთხვევაში მას დიდი ალბათობით დაითხოვს. ლოპეტეგის ადგილზე ყოფნას ახლა არავინ ისურვებდა.

28 ოქტომბერს „კამპ ნოუზე“ „ბარსას“ „რეალი“ ესტუმრება და ეს მატჩი ბევრ რამეს გაარკვევს.

ამასობაში დაიწყო საუბრები ლოპეტეგის შესაძლო შემცვლელზე. ადვილი არ არის, რომ „რეალი“ სეზონის შუაწელს ჩაიბარო და წარმატებაზე იფიქრო.

ესპანური პრესა გუტის გვარს ასახელებს. მადრიდულმა Marca-მ მასთან ისაუბრა. „რეალის“ ლეგენდარულმა ფეხბურთელმა შემდეგი განაცხადა.



„როდესაც რეალის ახალგაზრდული გუნდიდან ბეშიქთაშში დამხმარე მწვრთნელად წავედი, ჩემი მიზანი რაც შეიძლება მალე მთავარი მწვრთნელის პოსტის დაკავება იყო და თუ ამის შანსი მომეცემა, ამ ნაბიჯს რაც შეიძლება მალე გადავდგამ.

ამ მომენტისთვის ჩემი მდგომარეობით საკმაოდ კმაყოფილი ვარ. ფეხბურთში წინასწარ ვერაფერს იტყვი და ახლა მე არ ვაპირებ, რომ ვთქვა - დიახ, აქ აუცილებლად დავრჩები. ვიმეორებ, რომ ამ მომენტისთვის თავს კარგად ვგრძნობ.

ლოპეტეგი დიდებული მწვრთნელია და ის ამას რეალშიც დაამტკიცებს. ნამდვილად არ ვიცი რა ხდება რეალში. მე ჩემი სამუშაო მაქვს და ვერ გეტყვით თუ რა ვითარებაა ბლანკოსში“.
ინფორმაცია
მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.