სელტა
2-2
რეალი

22.09.2018 22:45
სტადიონი: MONTILIV
ლალიგა
N
კლუბები
1
სევილია
16
8
2
ბარსელონა
15
8
3
ატლეტიკო
15
8
4
რეალი
14
8
5
ესპანიოლი
14
8
ბომბარდირები
N
ფეხბურთელები
1
მესი
29
2
რონალდუ
23
3
სუარესი
23
4
გრიზმანი
17
გამოკითხვა

თქვენი აზრით - უნდა მიმდინარეობდეს, თუ არა madridistebi.com-ზე სტატიებისა და კომენტარების წერა ქართულად???

FACEBOOK
რომელი 3 ფეხბურთელის დამატება სურს ფლორენტინო პერესს იანვარში
რომელი 3 ფეხბურთელის დამატება სურს ფლორენტინო პერესს იანვარში
10-10-2018, 00:03
262 / 0
მადრიდის რეალი კრიზისშია. ხულენ ლოპეტეგის ბედი 28 ოქტომბერს, ბარსელონასთან მატჩში წყდება. ტრავმების გამო, გარეთ ბეილი და ქარიმ ბენზემა ლაზარეთში იმყოფებიან. 2018-2019 წლების სეზონი „ლოს ბლანკოსმა“ ცუდად დაიწყო. „სამეფო კლუბმა“ ბოლო 3 შეხვედრაში 1 ქულა მოაგროვა და მეოთხე ადგილზე იმყოფება.

კრიშტიანუ რონალდუს წასვლის შემდეგ, კლუბი ჩამოიშალა, თუმცა, ესპანელი სპეციალისტი მაინც იმედიანადაა. ადგილობრივი მედია იუწყება, რომ ფლორენტინო პერესი მეგა ტარნსფერების განხორციელებას აპირებს.

მან უკვე შეარჩია 3 ვარსკვლავი, რომელთა წარდგენაც იანვარში „ჩანიშნა“. Cadera Ser-ის ცნობით, ზამთარში ედენ აზარისთვის ბრძოლა დაიწყება, ვინც ჩელსიმ 200 მილიონად შეაფასა.
პერესი არც ნეიმარ ჟუნიორის დათმობას აპირებს და შეთავაზებას კვლავ გაუკეთებს. არაა გამორიცხული, რომ ეს ტრანსფერი შედგეს, რადგან „პარკ დე ფრანსზე“ კილიან მბაპე დაფრინავს და ბრაზილიელი ვარსკვლავი მის ჩრდილქვეშ მოექცა.

ქარიმ ბენზემა რომ შესაცვლელია, როგორც ჩანს, პერესი მიხვდა და ტოტენჰემისკენ გაიხედა. მან ჰარი კეინს დაადგა თვალი. არადა, 24 წლის ინგლისელმა „დეზებთან“ ახალ კონტრაქტს გასულ ზაფხულს მოაწერა ხელი.
ინფორმაცია
მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.