სელტა
2-2
რეალი

22.09.2018 22:45
სტადიონი: MONTILIV
ლალიგა
N
კლუბები
1
სევილია
16
8
2
ბარსელონა
15
8
3
ატლეტიკო
15
8
4
რეალი
14
8
5
ესპანიოლი
14
8
ბომბარდირები
N
ფეხბურთელები
1
მესი
29
2
რონალდუ
23
3
სუარესი
23
4
გრიზმანი
17
გამოკითხვა

თქვენი აზრით - უნდა მიმდინარეობდეს, თუ არა madridistebi.com-ზე სტატიებისა და კომენტარების წერა ქართულად???

FACEBOOK
კარვახალი: მახსოვს, ნეიმარი რეალში თამაშობდა და დარჩენას აპირებდა
კარვახალი: მახსოვს, ნეიმარი რეალში თამაშობდა და დარჩენას აპირებდა
9-10-2018, 17:29
271 / 0
ბრაზილიელი ვარსკვლავი 2006 წელს რეალის აკადემიაში სინჯებზე იმყოფებოდა, თუმცა საბოლოოდ, მადრიდელებმა იგი არ დაიტოვეს.



რეალში მაშინ ნეიმართან ერთად დანი კარვახალი იმყოფებოდა, რომელიც ნეიმარის თამაშით შთაბეჭდილების ქვეშ იყო. ცნობილია, რომ ბრაზილიელმა ესპანეთის დედაქალაქში მაშინ ორი კვირა გაატარა.



კარვახალის მსგავსად, ნეიმარის ტალანტით მოხიბლული იყვნენ გუნდის მწვრთნელები, რომლებიც აპირებდნენ კიდეც მის დატოვებას, თუმცა ფეხბურთელის აგენტის მოთხოვნების


ბრაზილიელი ვარსკვლავი 2006 წელს რეალის აკადემიაში სინჯებზე იმყოფებოდა, თუმცა საბოლოოდ, მადრიდელებმა იგი არ დაიტოვეს.



რეალში მაშინ ნეიმართან ერთად დანი კარვახალი იმყოფებოდა, რომელიც ნეიმარის თამაშით შთაბეჭდილების ქვეშ იყო. ცნობილია, რომ ბრაზილიელმა ესპანეთის დედაქალაქში მაშინ ორი კვირა გაატარა.



კარვახალის მსგავსად, ნეიმარის ტალანტით მოხიბლული იყვნენ გუნდის მწვრთნელები, რომლებიც აპირებდნენ კიდეც მის დატოვებას, თუმცა ფეხბურთელის აგენტის მოთხოვნების გამო, საბოლოოდ, მადრიდელებმა გადაიფიქრეს.




ნეიმარი ამ მომენტისთვის მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშეა.


ნეიმარი სანტოსში დაბრუნდა, წლების შემდეგ კი მოსისხლე მტრის ბანაკში, ბარსელონაში აღმოჩნდა. მოგვიანებით, ნეიმარი მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდა: პარი სენ-ჟერმენმა ბრაზილიელის სანაცვლოდ გასულ წელს £ 198 მილიონი გადაიხადა.



საფრანგეთის დედაქალაქში გადაბარგების დღიდან ნეიმარის მომავალს მადრიდულ კლუბთან მუდმივად აკავშირებენ. კარვახალმა გაიხსენა პერიოდი, როცა ნეიმართან ერთად რეალში იმყოფებოდა.



"მახსოვს, ნეიმარი ახალგაზრდულ გუნდში დიდებულად თამაშობდა. მან გვითხრა, რომ დარჩენას აპირებდა," - განაცხადა კარვახალმა Libero magazine-თან ინტერვიუში.
ინფორმაცია
მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.