სელტა
2-2
რეალი

22.09.2018 22:45
სტადიონი: MONTILIV
ლალიგა
N
კლუბები
1
სევილია
16
8
2
ბარსელონა
15
8
3
ატლეტიკო
15
8
4
რეალი
14
8
5
ესპანიოლი
14
8
ბომბარდირები
N
ფეხბურთელები
1
მესი
29
2
რონალდუ
23
3
სუარესი
23
4
გრიზმანი
17
გამოკითხვა

თქვენი აზრით - უნდა მიმდინარეობდეს, თუ არა madridistebi.com-ზე სტატიებისა და კომენტარების წერა ქართულად???

FACEBOOK
ფლორენტინო პერესმა ლოპეტეგი გაანთავისუფლა
ფლორენტინო პერესმა ლოპეტეგი გაანთავისუფლა
8-10-2018, 00:01
848 / 0
უკვე 4 მატჩია, რაც ჩემპიონთა ლიგის ბოლო 3 ტურნირის გამარჯვებულს არათუ შეხვედრა არ მოუგია, არამედ გოლიც კი არ გაუტანია. ბოლო 5 შეხვედრაში, "რეალს" მხოლოდ 1 გოლი აქვს გატანილი.

იყო დრო, როდესაც "რეალი" დიდი ხნის განმავლობაში მოედანს გოლის გარეშე არ ტოვებდა, ახლა კი მადრიდულ გუნდს ოთხ შეხვედრიანი უგოლო სერია მოუგროვდა.

მთავარი მწვრთნელის ლოპეტეგის გადაწყვეტილებები ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, ესპანელი სპეციალისტის ხელში "რეალი" რთული შეხვედრის მოგებას ვერ ახერხებს.

ოქტომბერში მწვრთნელის შეცვლა, რომელიც სულ რამდენიმე თვეა რაც დაინიშნა, ალბათ წარმოუდგენელია, მაგრამ ესპანური მედია უკვე აქტიურად ლაპარაკობს ლოპეტეგის განთავისუფლების შესახებ.

ფლორენტინო პერესს მწვრთნელების გაშვება რომ არ უჭირს ახალი ამბავი როდია. ამ ეტაპზე ლოპეტეგის გაშვების შემთხვევაში, მის ერთადერთ შემცვლელ კანდიდატად გუტი სახელდება.

ახალგაზრდა მწვრთნელს "რეალთან" ჯერ კიდევ ზიდანის წასვლის შემდეგ აკავშირებდნენ.

ესპანური წყაროების ინფორმაციით, ფლორენტინო პერესი ლოპეტეგისგან მეტის მოთმენას აღარ აპირებს და მისი გაშვების გადაწყვეტილებას მალევე მიიღებს. ამავე წყაროების მიხედვით, იულენ ლოპეტეგის მადრიდის "რეალიდან" გაშვება გარდაუვალია.

"ალავესთან" ყოვლად აუხსნელი დამარცხების შემდგომ, უკვე ფრიად რეალურია ლოპეტეგის დროზე ადრე განთავისუფლებაზეც ვილაპარაკოთ, თუმცა ჯერ კიდევ საკითხავია, ნაადრევი იქნება მისი გაშვება თუ ზუსტი დროული...
ინფორმაცია
მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.