სელტა
2-2
რეალი

22.09.2018 22:45
სტადიონი: MONTILIV
ლალიგა
N
კლუბები
1
სევილია
16
8
2
ბარსელონა
15
8
3
ატლეტიკო
15
8
4
რეალი
14
8
5
ესპანიოლი
14
8
ბომბარდირები
N
ფეხბურთელები
1
მესი
29
2
რონალდუ
23
3
სუარესი
23
4
გრიზმანი
17
გამოკითხვა

თქვენი აზრით - უნდა მიმდინარეობდეს, თუ არა madridistebi.com-ზე სტატიებისა და კომენტარების წერა ქართულად???

FACEBOOK
"რეალის" მისაბაძი სტატისტიკა
22-09-2018, 16:13
171 / 0
„სანტიაგო ბერნაბეუზე“ მადრიდის „რეალი“ საუკეთესო ფორმას ინარჩუნებს. „ლა ლიგის“ უკანასკნელ 11 მატჩში, „რეალი“ საშინაო მოედანზე არ დამარცხებულა.

მიმდინარე სეზონის ესპანეთის ჩემპიონატის მესამე მატჩში „ლეგანესის“ დამაჯერებლად დამარცხების შემდგომ, „თეთრებმა“ თავიანთი შესანიშნავი წაუგებელი სერია კიდევ ერთი მატჩით გაახანგრძლივეს.

2018 წლის 21 იანვარს, „დეპორტივოს“ 7:1 განადგურების შემდგომ, მადრიდისტებმა „სანტიაგო ბერნაბეუზე“ 9 მატჩი მოიგეს და 2 შეხვედრა ფრედ დაამთავრეს.

„დეპორტივოს“ დამაჯერებლად დამარცხების შემდგომ, „ლოს ბლანკოსის“ რისხვა „ლა ლიგის“ სხვა არაერთ კლუბსაც დაატყდა თავს. უფრო ზუსტად, მადრიდის „რეალმა“ „რეალ სოსიედადი“ (5:2), „ალავესი“ (4:0), „ხეტაფე“ (3:1), „ჟირონა“ (6:1), „ლეგანესი“ (2:1) და „სელტა“ (6:0) დაამარცხა.

„ბერნაბეუზე“ მხოლოდ მადრიდის „ატლეტიკომ“ და ბილბაოს „ატლეტიკმა“ შეძლეს თითო-თითო ქულის მოპოვება. ორივე შეხვედრა 1:1 ანგარიშით დასრულდა.

„ლოს გალაქტიკოსის“ ბრწყინვალე დინამიკა მიმდინარე სეზონშიც გრძელდება - „თეთრებმა“ „ხეტაფეს“ 2:0, ხოლო „ლეგანესს“ 4:1 ანგარიშით სძლიეს.
ინფორმაცია
მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.