სელტა
2-2
რეალი

22.09.2018 22:45
სტადიონი: MONTILIV
ლალიგა
N
კლუბები
1
სევილია
16
8
2
ბარსელონა
15
8
3
ატლეტიკო
15
8
4
რეალი
14
8
5
ესპანიოლი
14
8
ბომბარდირები
N
ფეხბურთელები
1
მესი
29
2
რონალდუ
23
3
სუარესი
23
4
გრიზმანი
17
გამოკითხვა

თქვენი აზრით - უნდა მიმდინარეობდეს, თუ არა madridistebi.com-ზე სტატიებისა და კომენტარების წერა ქართულად???

FACEBOOK
ფლორენტინო პერესმა წერტილი დასვა
ფლორენტინო პერესმა წერტილი დასვა
15-09-2018, 00:16
406 / 0
2017-2018 წლების სეზონის დასრულების შემდეგ, მადრიდის რეალში სიტუაცია დაიძაბა. „სამეფო კლუბიდან“ 33 წლის ლიდერი, კრიშტიანუ რონალდუ წავიდა და პლუს, „ლოს ბლანკოსი“ მთავარი მწვრთნელის, ზინედინ ზიდანის გარეშე დარჩა.

ზედიზედ სამჯერ მოგებული ჩემპიონთა ლიგის შემდეგ, ფრანგმა სპეციალისტმა დასვენება გადაწყვიტა და ის ამ ეტაპზე, უკლუბოდაა. რაც შეეხება კრიშტიანუს, ის იუვენტუსის რიგებში ჩაირიცხა.

სატრანსფერო ბაზარზე კი, მსოფლიოში ერთ-ერთმა უძლიერესმა კლუბმა მოკრძალებული ტრანსფერები განახორციელა: ანდრეი ლუნინი, ალვარო ოდრიოსოლა და მარიანო დიასი.

2018-2019 წლების სეზონი ლა ლიგაში დაიწყო და ფლორენტინო პერესს ახალი სადარდებელი გაუჩნა. ლა ლიგის პირველ ტურში „ბერნაბეუს“ ტრიბუნები, თითქმის, ცარიელი იყო. ესპანური მედია იუწყება, რომ გულშემატკივრები რონალდუს წასვლითა და გუნდის სატრანსფერო პოლიტიკით უკმაყოფილოები არიან.

პერესი კაბინეტში ჩაიკეტა, დიდ ხანს იფიქრა და შემდეგ, ნაფიქრალი გამოამზეურა. მან გადაწყვიტა, რომ მომავალი წლის ზაფხულში სატრანსფერო აფეთქება მოახდინოს. მისი თქმით, კლუბი ნეიმარ ჟუნიორსა და კილიან მბაპეს შეიძენს. პსჟ-ს კი, მათ სანაცვლოდ, 360 მილიონ ევროს შესთავაზებს.


ინფორმაცია
მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.