სელტა
2-2
რეალი

22.09.2018 22:45
სტადიონი: MONTILIV
ლალიგა
N
კლუბები
1
ბარსელონა
13
5
2
რეალი
13
5
3
ალავესი
10
5
4
სელტა
8
5
5
ატლეტიკო
8
5
ბომბარდირები
N
ფეხბურთელები
1
მესი
29
2
რონალდუ
23
3
სუარესი
23
4
გრიზმანი
17
გამოკითხვა
FACEBOOK
ფლორენტინოს დილემა
ფლორენტინოს დილემა
14-09-2018, 16:08
271 / 0
ესპანური გამოცემა AS-ის ინფორმაციით, ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული მადრიდის რეალი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისთვის სერიოზულად ემზადება.

მოგეხსენებათ, ბლანკოსების რიგებიდან გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, ოქროს ბურთის ხუთგზის გამარჯვებული და კლუბის საუკეთესო ბომბარდირი კრიშტიანუ რონალდუ 117 მილიონი ევროს სანაცვლოდ ტურნირის იუვენტუსში გადაბარგდა.



ვიდრე აღნიშნული ტრანსფერი განხორციელდებოდა, აქტიურად მიდიოდა საუბარი იმის შესახებ, რომ კლუბის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი ძირითადი გუნდის შეტევის ხაზის სრულ გამოცვლას აპირებდა და გარეთ ბეილის, ქარიმ ბენზემასა და პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის ტრიოს ჩანაცვლებას პლანეტის სხვა უმაღლესი კლასის მოთამაშეებით აპირებდა.

მიუხედავად ყველაფერ ამისა, ზაფხულმა ისე გაიარა 70 წლის ესპანელ ბიზნესმენს გარდა ლიონიდან მარიანოს დაბრუნებისა, არცერთი მაღალი დონის ტრანსფერი გაუკეთებია და დასახელებული ტოპ-კლასის შემტევებიდან (ჰარი კეინი, ნეიმარი, კავანი, კილიან მბაპე, მაურო იკარდი და ა.შ ) არავინ შეუძენია.

როგორც ჩანს მადრიდელებს ფულის დიდი რაოდენობით დაგროვება და შემდეგში მისი სარფიანად დახარჯვა სურთ, ალბათ ზაფხულში ბაზარზე რეალის პასიურობა სწორედ ამით იყო გამოწვეული. ახლა კი ესპანური მედიის ინფორმაციით, რეალმა 372 მილიონ ევროს მოუყარა თავი (190 საკუთარი, 182 ნასესხები) და სრული აქცენტი პსჟ-ს შემტევი ტრიოს ორ წევრზე კილიან მბაპესა და ნეიმარზე გააკეთა. მათ შეძენას თეთრები ზამთარში შეეცდებიან.



As-ის მასალაში ალტერნატიული მომავალიცაა ნაწინასწარმეტყველები, ესპანელები წერენ, რომ რეალს სანტიაგო ბერნაბეუს რეკონსტრუქცია სურს, რისთვისაც სულ მცირე 575 მილიონი ევრო სჭირდება. შესაძლოა კლუბი ახალი ფეხბურთელების დამატებისგან სწორედ ამიტომ იკავებს თავს.

ფაქტის ფლორენტინო ახალი დილემის წინაშეა, ვნახოთ რას გადაწყვეტს პერესი, თუმცა არც ის დაგვავიწყდეს, რომ რეალმა ლა ლიგის საწყის ტურებში თავი შესანიშნავად წარმოაჩინა და ასენსიო-ბენზემა-ბეილის ტრიოთი მიჯრით გამარჯვებების მოპოვებასაც მშვენივრად ახერხებს.
ინფორმაცია
მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.