სელტა
2-2
რეალი

22.09.2018 22:45
სტადიონი: MONTILIV
ლალიგა
N
კლუბები
1
ბარსელონა
13
5
2
რეალი
13
5
3
ალავესი
10
5
4
სელტა
8
5
5
ატლეტიკო
8
5
ბომბარდირები
N
ფეხბურთელები
1
მესი
29
2
რონალდუ
23
3
სუარესი
23
4
გრიზმანი
17
გამოკითხვა
FACEBOOK
მბაპე: რონალდუმ იუვენტუსს
მბაპე: რონალდუმ იუვენტუსს
14-09-2018, 16:06
283 / 0
პსჟ-ს ახალგაზრდა თავდამსხმელმა და პლანეტის ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა ამომავალმა ვარსკვლავმა კილიან მბაპემ ჩემპიონთა ლიგის მოახლოებული სეზონის შესახებ ისაუბრა.

19 წლის ასაკში მსოფლიოს ჩემპიონატის მომგებმა ფრანგმა ფეხბურთელმა თქვა, რომ მისთვის ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე ერთ-ერთი მთავარი მეტოქე ტურინის იუვენტუსი იქნება, რომელმაც გასულ ზაფხულში კრიშტიანუ რონალდუ დაიმატა.

„ჩვენ ძალიან რთულ ჯგუფში ვართ, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის სილამაზეც ეს არის. ნაპოლის მეტოქეობა ძალიან რთულია. ანჩელოტის გუნდები ყოველთვის ერთი ფილოსოფიით თამაშობენ და ეს მეტოქის წნეხის ქვეშ გატარებას გულისხმობს. მათ ასევე შესანიშნავი ქომაგები ჰყავთ.

რონალდუს იუვენტუსში გადასვლა სერია ა-ს ბევრად მაღალ დონეზე აიყვანს. იტალიის ჩემპიონატი ყოველთვის ძლიერი ჩემპიონატი იყო, თუმცა ბოლო წლებში მან თავისი პრესტიჟი დაკარგა. რონალდუს გადასვლის გამო ეს ლიგა უფრო მეტი გულშემატკივრის ყურადღებას მიიქცევს. მე სერია ა-ს თვალს ყოველთვის ვადევნებდი, თუმცა ახლა ბევრად უფრო დიდი ინტერესი მაქვს.

რონალდუმ იუვენტუსს დიდებულება შემატა. კლუბს ბოლო წლებში ჩემპიონთა ლიგის ფინალებში გასამარჯვებლად ზუსტად ეს აკლდებოდა. ახლა რონალდუსთან ერთად ტურინელები ბევრად უფრო ძლიერები გახდებიან.

ბებერი ქალბატონის შემადგენლობაში გადასვლა თავად კრიშტიანუსთვისაც ძალიან სასარგებლოა. შეთანხმება ორივე მხარისთვის წარმატებული იქნება. მათ ერთად ჩემპიონთა ლიგაზე წარმატების მიღწევა შეუძლიათ.

ფინალში ერთმანეთის წინააღმდეგ პსჟ-იუვენტუსი შესანიშნავი იქნება:“
-თქვა 19 წლის შემტევმა იტალიურ გამოცემა la gazzetta dello sport-თან ინტერვიუში.



შეგახსენებთ, მბაპე მონაკოსთან ერთად 2016/17 წლების ჩემპიონთა ლიგის სეზონში ნახევარფინალში გავიდა და იქ სწორედ იუვენტუსთან დამარცხდა. იმავე წლის ზაფხულში პსჟ-ში გადაბარგდა და შემდეგ წელს კლუბთან ერთად ქვეყნის შიგნით ყველა შესაძლო ტურნირი მოიგო. მბაპე საფრანგეთთან ერთად მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.
ინფორმაცია
მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.