კურტუამ ჩელსის ფანებს მიმართა » მადრიდისტები•com
სელტა
2-2
რეალი

26.01.2017 00:15
სტადიონი: FEDEXFIELD
ლალიგა
N
კლუბები
1
ბარსელონა
83
33
2
ატლეტიკო
72
34
3
რეალი
71
34
4
ვალენსია
66
34
5
ბეტისი
56
34
ბომბარდირები
N
ფეხბურთელები
1
მესი
29
2
რონალდუ
23
3
სუარესი
23
4
გრიზმანი
17
გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ, ზიდანი უნდა წავიდეს დაკავებული პოსტიდან?

FACEBOOK
კურტუამ ჩელსის ფანებს მიმართა
კურტუამ ჩელსის ფანებს მიმართა
9-08-2018, 13:25
309 / 0
ტიბო კურტუამ, რომელიც ლონდონის "ჩელსიდან" მადრიდის "რეალში" გადავიდა, "არისტოკრატებს" გულშემატკივრობისთვის მადლობა გადაუხადა.

"მინდა გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ ფანტასტიკური 4-წლიანი პერიოდისთვის. "ჩელსი" ყოველთვის იქნება ჩემს გულში. მადლობას ვუხდი გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის ამ ხნის მანძილზე.

იმედია, გესმით ჩემი. ეს გადაწყვეტილება იმის გამო მივიღე, რომ მინდა შვილებთან ახლოს ვიყო. ყველაფერს კარგს გისურვებთ. ჩემთვის პატივი იყო "ჩელსის" რიგებში ყოფნა", - თქვა კურტუამ ვიდეომიმართვაში.

ტიბო კურტუამ "ჩელსისთან" ერთად ორჯერ მოიგო ინგლისის ჩემპიონატი, ქვეყნის თასი და ინგლისის ლიგის თასი.

2011-დან 2014 წლამდე ბელგიელი მეკარე მადრიდის "ატლეტიკოში" გამოდიოდა, სადაც
ორჯერ გახდა ლა ლიგის საუკეთესო მეკარე.

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე კი კურტუამ "ოქროს ხელთათმანი" მიიღო, როგორც ტურნირის საუკეთესო მეკარემ.
ინფორმაცია
მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.