16 ისტორია, რომელიც კრიშტიანუ რონალდუს შესახებ წარმოდგენას აუცილებლად შეგიცვლით » მადრიდისტები•com
სელტა
2-2
რეალი

26.01.2017 00:15
სტადიონი: FEDEXFIELD
ლალიგა
N
კლუბები
1
ბარსელონა
83
33
2
ატლეტიკო
72
34
3
რეალი
71
34
4
ვალენსია
66
34
5
ბეტისი
56
34
ბომბარდირები
N
ფეხბურთელები
1
მესი
29
2
რონალდუ
23
3
სუარესი
23
4
გრიზმანი
17
გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ, ზიდანი უნდა წავიდეს დაკავებული პოსტიდან?

FACEBOOK
16 ისტორია, რომელიც კრიშტიანუ რონალდუს შესახებ წარმოდგენას აუცილებლად შეგიცვლით
16 ისტორია, რომელიც კრიშტიანუ რონალდუს შესახებ წარმოდგენას აუცილებლად შეგიცვლით
18-07-2018, 13:38
655 / 1
„იუვენტუსში“ გადასვლის შემდეგ კრიშტიანუს ხელფასი კვირაში 500000 ფუნტია, გაცილებით მეტს რონალდუ სარეკლამო კონტრაქტებიდან იღებს.

პორტუგალიელ ვარსკლავს ფინანსურად ნამდვილად არ უჭირს და იგი ქველმოქმედებაშიც აქტიურადაა ჩართული. გთავაზობთ 16 ისტორიას, რომელიც რონალდუზე წარმოდგენას აუცილებლად შეგიცვლით.

1) "ოქროს ბუცი"

2011 წელს კრიშტიანუ რონალდუმ 40 გოლი გაიტანა და მიუხედავად იმისა, რომ „რეალმა“ სეზონი მეორე ადგილზე დაასრულა, "ოქროს ბუცი" მოიგო. შენახვის ნაცვლად პორტუგალიელმა ახლად მოპოვებული ჯილდო საქველმოქმედო მიზნებისთვის გაყიდა. აუქციონზე ბუცი 1.2 მილიონ ფუნტად შეიძინეს, შეგროვებული თანხა კი კრიშტიანუმ ომით განადგურებულ ღაზას სექტორში სკოლების ასაშენებლად გადარიცხა.

2) "ოქროს ბურთი"

რონალდუმ მოპოვებული ჯილდო 2013 წელსაც გაყიდა. ამჯერად „ოქროს ბურთი" ლონდონის აუქციონზე გაიტანეს, რომელმაც ორგანიზაციას 530000 ფუნტი სტერლინგი მოუტანა. იმავე საღამოს გამართულ ვახშამზე თანხა Make-A-Wish Foundation-სთვის აგროვდა. ეს უკანასკნელი სიცოცხლისთვის საშიში და განუკურნებელი დაავადებების მქონე ბავშვების დასახმარებლად ჩამოყალიბებული საქველმოქმედო ორგანიზაციაა, რომელთანაც რონალდუ აქტიურად თანამშრომლობს.

3) საპატიო ელჩი

რონალდუ საკუთარ პოპულარობას საქველმოქმედო საქმეებისთვის, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, აქტიურად იყენებს. იგი სამი ორგანიზაციის, Save the Children, Unicef და World Vision-ის საპატიო ელჩია და საკუთარ გამოსვლებში არსებულ პრობლემებზე ხშირად საუბრობს.

2014 წელს, "ოქროს ბურთის" მოგების შემდეგ, კრიშტიანუმ ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ისაუბრა, რომლებსაც რამდენიმე დღის წინ შეხვდა. შარშან, მან სირიის კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ბავშვებს ნამდვილი გმირები უწოდა და მხარდაჭერა გამოუცხადა. რონალდუმ Save the Children-ს გარკვეული რაოდენობის თანხა გადაურიცხა და ტრანზაქციის საიდუმლოდ დატოვება სთხოვა...

პორტუგალიელმა მონაწილეობა Ice Bucket Challenge-შიც მიიღო და მისმა ვიდეომ მილიონობით დოლარი გამოიმუშავა, რომელიც, რა თქმა უნდა საქველმოქმედო მიზებნისთვის დაიხარჯა.

4) ბონუსები

რონალდუ ბონუსების დარიგებასაც არ ერიდება. 2013 წელს უეფას წლის სიმბოლურ გუნდში მოხვედრის სანაცვლოდ მიღებული 100000 ევრო, მან „წითელ ჯვარს“ გადაურიცხა. 2014-ში მეათე ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ „რეალისგან“ პორტუგალიელმა ბონუსის სახით 450000 ფუნტი მიიღო. აღნიშნული თანხა კრიშტიანუმ Save the Children, Unicef და World Vision-ს გადასცა.

5) სისხლი და ძვალი

33 წლის პორტუგალიელს კოლეგებისგან განსხვავებით ტატუ საერთოდ არ აქვს, რასაც თავისი მიზეზი გააჩნია. კრიშტიანუ სისხლს ხშირად გასცემს და იგივე ქმედებებისკენ სხვებსაც მოუწოდებს. საქმე იმაშია, რომ ტატუს გაკეთების შემდეგ სისხლის ჩასაბარებლად გარკვეული დროის გასვლაა საჭირო, წინააღმდეგ შემთხვევაში, მელნის გამო, შესაძლოა სერიოზულ ინფექციური დაავადებები განვითარდეს.

2015 წელს კრიშტიანუმ განაცხადა: „თითოეულ ჩვენგანს, სისხლის ჩაბარებით მსოფლიოს შეცვლა და სამი სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! ჩემი მამოძრავებელი ძალა სწორედ ესაა! მსურს მსოფლიოს მოსახლეობას სისხლის ხშირად ჩაბარებისკენ და სიცოცხლის გადარჩენისკენ მოვუწოდო“.

კრიშტიანუს საქველმოქმედო ქმედებები ძვლის ტვინის გადანერგვამდეც მივიდა. მისი ყოფილი თანაგუნდელის, კარლუშ მარტინშის შვილს ძვლის ტვინის გადანერგვა სჭირდებოდა და დონორად სწორედ რონალდუ იქცა: „ხალხი ფიქრობს, რომ ძვლის ტვინის გადანერგვა საკმაოდ რთული ოპერაციაა, თუმცა რეალურად რამდენიმე მარტივი პროცედურის გავლაა საჭირო, რომელიც მტკივნეული სულაც არაა“.

6) ნეპალის მიწისძვრა

2015 წელს კრიშტიანუ ნეპალელ მოსახლეობას დაეხმარა. მიწისძვრის შედეგად 9000 ადამიანი დაიღუპა და 22000 დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით პორტუგალიელმა Save the Children-ს 5 მილიონი ფუნტი გადაურიცხა, თუმცა აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციამ ყველაფერი უარყო. ერთი რამ ფაქტია, რონალდუმ შემოწირულობა ნამდვილად განახორციელა, თუმცა თანხის ოდენობა სადავო საკითხია.

7) რონალდუ კიბოს წინააღმდეგ

რონალდუს დედა, მარია დოლორესი, 2007 წელს მკერდის კიბოს გადაურჩა. „რეალის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ცენტრს, რომელიც დედამისს მკურნალობდა, 120000 ფუნტი გადაურიცხა.

8) ობოლ ბავშვთან შეხვედრა

„რეალის“ გულშემატკივარი, ჰაიდარი, რომლის მშობლები თვითმკვლელ ტერორისტს ემსხვერპლნენ, ბეირუთში საკუთარ კერპთან შეხვედრას ელოდა. ადგილობრივი ჟურნალისტი ესპანურ გრანდს დაუკავშირდა და ობოლი ბიჭი კლუბში მიიწვია. რთულია სიტყვებით გადმოსცე რა მოხდა, როდესაც ბავშვმა რონალდუ დაინახა, მაგრამ ფაქტია, რომ ამ უკანასკნელმა კიდევ ერთი ადამიანის გული გაახარა...


9) რონალდუ და ახალგაზრდა ქომაგი

2009-ში რონალდუმ ნუჰუზეტ გუილენის შესახებ გაიგო. ამ უკანასკნელს კიბო ჰქონდა და მისი გადარჩენის შანსები ძალიან დაბალი იყო. კრიშტიანუმ ქომაგის სახლში მაშინვე მძღოლი გაგზავნა და ბიჭი იმ სასტუმროში მოიყვანა, სადაც „რეალი“ იმყოფებოდა. ლიფტიდან გამოსულს პორტუგალიელმა გაიხუმრა: „არაფრის თქმა არ გინდა“?

შემდეგი გოლი რონალდუმ ნუჰუზეტს მიუძღვნა და იგი „ბერნაბეუზე“ გასამართ მატჩზე დაპატიჟა, სადაც შეხვედრის დასრულებისთანავე მასთან მივიდა და საკუთარი ფორმა აჩუქა. მამამისთან საუბრისას პორტუგალიელი მიხვდა, რომ გადარჩენის შანსები არ არსებობდა, მაგრამ, ექსპერიმენტალური მკურნალობა მაინც დააფინანსა, პლუს ამას წამლების და საავადამყოფოში ყოფნის ფულს ერთი წლის განმავლობაში უხდიდა. სამწუხაროდ ბიჭუნა 2013 წელს გარდაიცვალა...

10) ქომაგების სიყვარული ყველაფერზე მაღლა დგას

რონალდუ მოედანზე შევარდნილი გულშემატკივრების სამიზნე ხშირად ხდება, თუმცა თავის არიდების ნაცვლად იგი მუდამ მათთან რჩება და ფოტოებს იღებს. კრიშტიანუს რამდენჯერმე სტადიონის დაცვა გაუჩერებია და ქომაგების ოცნება აუსრულებია. რონალდუს გულშემატკივრებისთვის ავტოგრაფების და მაისურების მიცემაც ძალიან უყვარს.


11) კიდევ ერთი ახალგაზრდა გულშემატკივარი

2014 წელს ათი თვის ერიკ ორტეზ კრუზის, რომელსაც კორტიკალური დისპლაზია ჰქონდა, დედამ, კრიშტიანუს დახმარება და შვილისთვის მაისურის ჩუქება სთხოვა.

აღნიშნული დაავადება დღეში საშუალოდ 30 შეტევას იწვევს...

ისტორიის გაგების შემდეგ კრიშტიანუმ ოპერაციის ფული, 55000 ფუნტი გადაიხადა და სარეაბილიტაციო პერიოდის ღირებულების დაფარვის პირობაც დადო, თუმცა საბედნიეროდ ბავშვი ძალიან მალე გამოჯანმრთელდა.

12) მოტეხილი მხარი

„ბორნმუთთან“ გამართული ამხანაგური მატჩისას რონალდუს დარტყმული ჯარიმა კარს დიდი მანძილით აცდა და სამწუხაროდ 11 წლის ქომაგს მოხვდა. ჩარლი სილვერვუდმა მხარი მოიტეხა... მადრიდული კლუბის პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა, ჩარლი სატელეფონო ზარით მოიკითხა, ხოლო კრიშტინუმ მას ხელმოწერილი მაისური გადასცა.

"რეალის" ერთ-ერთი მატჩისას, პორტუგალიელმა ბურთი კიდევ ერთ გულშემატკივარს გაარტყა, რომელსაც ასევე მაისური უსახსოვრა.


13) საუკეთესო მეგობრები

რონალდუს აგენტმა, ჟორჟე მენდეშმა, საკუთარ ქორწილში, კრიშტიანუს მეჯვარეობა ანდო. პორტუგალიელმა მეგობრის მნიშვნელოვანი დღე არ დაივიწყა და მას საჩუქრად საბერძნეთში მდებარე კუნძული აჩუქა. ტაბლოიდების ინფორმაციით რონალდუმ კუნძულის სანაცვლოდ 40 მილიონი ფუნტი გადაიხადა.

14) ფერნანდოსთვის განკუთვნილი მოწვევა

„რეინჯერსის“ ლეგენდას, ფერნანდო რიქსენს, უეცრად კიდურების ნეირონების დაავადება დაუდგინდა. ჰოლანდიის ნაკრების ყოფილი წარმომადგენელი ახლა ინვალიდის ეტლს იყენებს და მისი მოვლა მეუღლეს უწევს. მას შემდეგ, რაც რონალდუმ ჰოლანდიელის შესახებ გაიგო მას დაუკავშირდა და ის და მისი ოჯახი „ბერნაბეუზე“ გამართულ მატჩში დაპატიჟა. „ლეგიასთან“ შეხვედრის შემდეგ პორტუგალიელმა მას „სამეფო კლუბის“ ფორმა გადასცა.

15) საოცარი თანაგუნდელი

„ლა დესიმას“ შემდეგ „რეალის“ ფეხბურთელებმა საჩუქრები არამარტო კლუბის მმართველებისგან, არამედ რონალდუსგანაც მიიღეს. ტურნირის საუკეთესო მოთამაშემ, მათ პერსონალური დიზაინით დამზადებული „ბულგარის“ საათები გადასცა, რომელიც ჟურნალისტების ცნობითი 5000 ფუნტი დაჯდა.

16) მზრუნველი რონალდუ

რონალდუს მამა ალკოჰოლიკი იყო და მის წინააღმდეგ 2005 წლამდე იბრძოდა. კრიშტიანუს უფროსი ძმა ჰუგო ავეირო მამის გზას გაუყვა და ნარკოტიკებს და ალკოჰოლს მიეძალა, თუმცა კრიშტიანუმ მის ცხოვრებაში ჩარევა და ძმის ჯანსაღ გზაზე დაყენება გადაწყვიტა.


კომენტარები:  5
ჯგუფი: ჟურნალისტი
სტატუსი:  გასულია
№  1    Levani05   
18 ივლისი 2018 13:44
რონალდუ არამარტო ფეხბურთელი, არამედ მზრუნველი მამაც და გულუხვი ადამიანიც არის!!!
ინფორმაცია
მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.