სელტა
2-2
რეალი

26.01.2017 00:15
სტადიონი: ბალაიდოსი
ლალიგა
N
კლუბები
1
ბარსელონა
83
33
2
ატლეტიკო
72
34
3
რეალი
71
34
4
ვალენსია
66
34
5
ბეტისი
56
34
ბომბარდირები
N
ფეხბურთელები
1
მესი
29
2
რონალდუ
23
3
სუარესი
23
4
გრიზმანი
17
გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ, ზიდანი უნდა წავიდეს დაკავებული პოსტიდან?

FACEBOOK
ბეილს ლოპეტეგთან პირისპირ სურს საუბარი
ბეილს ლოპეტეგთან პირისპირ სურს საუბარი
12-07-2018, 23:28
74 / 0
გარეთ ბეილს, ვისაც კლუბიდან წასვლას უწინასწარმეტყველებდნენ, ახალ მწვრთნელთან, ხულენ ლოპეტეგთან, კლუბში საკუთარ მომავალზე სურს საუბარი.

უელსელს ტრავმის გამო ბევრი გაუცდა, ამიტომ სათამაშო დროც შეუმცირდა. მის ნაცვლად, მარკო ასენსიო, ისკო და ლუკას ვასკესი უფრო მეტ სათამაშო დროს იღებდნენ და თავი კარგადაც წარმოაჩინეს.

ამის ფონზე მიდიოდა საუბარი, რომ ბეილი, შესაძლოა, მანჩესტერ იუნაიტედში ან ტოტენჰემში გადასულიყო.

თუმცა, კრიშტიანუ რონალდუს წასვლის შემდეგ, ბეილის გეგმები შეიცვალა.

Sky Sports-ის ცნობით, გარეთ ბეილი, მომავალ კვირას, მაშინ, როცა ფეხბურთელები სავარჯიშოდ დაბრუნდებიან, ახალ მთავარ მწვრთნელს, ხულენ ლოპეტეგს პირისპირ გაესაუბრება გუნდში მის მომავალ როლთან დაკავშირებით.

ასევე, გუნდის სხვა მოთამაშეები, პრეზიდენტს, ფლორენტინო პერესს შეხვდებიან კლუბის მომავალ გეგმებსა და მიზნებზე სასაუბროდ.
ინფორმაცია
მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.