სელტა
2-2
რეალი

26.01.2017 00:15
სტადიონი: ბალაიდოსი
ლალიგა
N
კლუბები
1
ბარსელონა
83
33
2
ატლეტიკო
72
34
3
რეალი
71
34
4
ვალენსია
66
34
5
ბეტისი
56
34
ბომბარდირები
N
ფეხბურთელები
1
მესი
29
2
რონალდუ
23
3
სუარესი
23
4
გრიზმანი
17
გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ, ზიდანი უნდა წავიდეს დაკავებული პოსტიდან?

FACEBOOK
ფოტოგრაფი, რომელმაც მუნდიალზე რონალდოსაც აჯობა
ფოტოგრაფი, რომელმაც მუნდიალზე რონალდოსაც აჯობა
12-07-2018, 23:24
93 / 0
AFP-ის ფოტოგრაფი ხორვატების უსაზღვრო სიხარულის ეპიცენტრში შემთხვევით აღმოჩნდა

მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალურ შეხვედრას, რომელშიც ხორვატიის ნაკრებმა ინგლისს დამატებით დროში 2:1 მოუგო, კიდევ ერთი გმირი ჰყავს - მექსიკელი ფოტოგრაფი.

"ლუჟნიკიზე", ჯორდან პიკფორდის კარში მეორე და გამარჯვების მომტანი გოლის გატანის შემდეგ, ხორვატმა ფეხბურთელებმა უსაზღვრო სიხარული მოედნის მიღმა, სარეკლამო ბანერთან გამოხატეს. ემოციებით გადარეულმა ფეხბურთელებმა ვერ მოზომეს და იქვე მყოფი ერთ-ერთი ფოტოგრაფი გადათელეს. შედეგად, მედიის წარმომადგენელი, მისდა უნებურად, ფეხბურთელთა ზეიმის ეპიცენტრში აღმოჩნდა.

დამშვიდების შემდეგ, ხორვატებმა ფოტოგრაფი წამოაყენეს და მოუბოდიშეს, დომაგოი ვიდა კი ეამბორა კიდეც, თუმცა "დაზარალებულს" სახეზე წყენა ოდნავადაც არ ეტყობოდა - ბიძია ფოტოგრაფი კარგად ხვდებოდა, რომ ამ მატჩის ერთ-ერთი საუკეთესო და უნიკალური ფოტოსურათები სწორედ ამ მცირე ინციდენტის წყალობით მოიპოვა.

ფოტოგრაფი, რომელიც მარიო მანჯუკიჩის გოლის წყალობით მსოფლიომ გაინცო, იური კორტესია და სააგენტო AFP-ში მუშაობს.

კორტესი სალვადორში დაიბადა და უკვე რვა წელიწადია მექსიკაში ცხოვრობს, ფოტოკორესკონდენტად კი მუშაობის 30-წლიანი სტაჟით იწონებს თავს. გადაღებული აქვს მსოფლიოს ჩემპიონატები, ოლიმპიადები და არამხოლოდ. იურის ახლო აღმოსავლეთსა და მექსიკა-აშშ-ის საზღვართან კონფლიქტებიც გაუშუქებია.

"შენ საკუთარი თვალით გაქვს ნანახი კოლეგების აფეთქებები და დაღუპვა, დღეს კი ხორვატული კოცნა მოიგე", - დაუწერა კომენტარი ეპიზოდის ამსახველ ფოტოზე კორტესის ნაცნობმა ბრაზილიელმა ჟურნალისტმა.

"უბრალოდ ვიდექი და ვიღებდი თამაშს, როგორც ყოველთვის. გოლის შემდეგ ფოტოაპარატზე ობიექტივის გამოცვლა დავიწყე და ნამდვილად არ ვფიქრობდი, რომ ფეხბურთელები ჩემკენ გამოვარდებოდნენ, მით უმეტეს, ზედ თუ გადამივლიდნენ. მაგრამ მომხდარის შემდეგაც არ ვწყვეტდი გადაღებას, მაშინაც კი, მიწაზე რომ აღმოვჩნდი. კარგია, რომ ასეთ ვითარებაში გადაღებისთვის შესაფერისი ობიექტივი მქონდა. ზრდილობიანი ბიჭები არიან, დამეხმარნენ წამოდგომაში. მკითხეს კიდეც, თავს როგორ ვგრძნობდი. რა თქმა უნდა, კოცნამ გამაკვირკვა", - განაცხადა კორტესმა მატჩის დასრულებისთანავე

"კორტესი რუსეთში მიმდინარე მუნდიალზე ტურნირის პირველი დღიდან მუშაობს.

"თქვენი ფოტოსურათებით მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატისთვის უფრო მეტი გააკეთეთ, ვიდრე კრიშტიანო რონალდომ", - დაუწერეს კომენტარი კორტისის პოსტს "ინსტაგრამში". მართლად, ამ საღამომ ის მუნდიალის ვარსკვლავად აქცია.
ინფორმაცია
მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.