სელტა
2-2
რეალი

26.01.2017 00:15
სტადიონი: ბალაიდოსი
ლალიგა
N
კლუბები
1
ბარსელონა
83
33
2
ატლეტიკო
72
34
3
რეალი
71
34
4
ვალენსია
66
34
5
ბეტისი
56
34
ბომბარდირები
N
ფეხბურთელები
1
მესი
29
2
რონალდუ
23
3
სუარესი
23
4
გრიზმანი
17
გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ, ზიდანი უნდა წავიდეს დაკავებული პოსტიდან?

FACEBOOK
კაპელო:'რონალდუთი მთელი იტალია....."
კაპელო:'რონალდუთი მთელი იტალია.....
12-07-2018, 00:24
224 / 0
"რეალის" ექს-მწვრთნელმა, ფაბიო კაპელომ თქვა, რომ თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუს "იუვენტუსში" გადასვლის არ სჯეროდა.

მოგეხსენებათ, გუშინ, 33 წლის პორტუგალიელი ოფიციალურად გახდა ტურინული გრანდის ფეხბურთელი.

"კრიშტიანუს მოსვლა მთელი იტალიური ფეხბურთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია", - აცხადებს კაპელო Sky Sport Italia-სთან ინტერვიუში.

"ჩინებული ინვესტიციაა, რადგან რონალდუ ფულის გამოსამუშავებელი მანქანაა, ამიტომაც მისი ტრანსფერი "იუვენტუსს" გარკვეულ შემოსავალს მოუტანს".

"არ მეგონა, თუ ტურინელები მის შეძენას შეძლებდნენ, რადგან სხვადასხვა რაღაცებს მიყვებოდნენ... თუმცა, შეიძლება, ეს ყველაფერი ესპანური გეგმის ნაწილი იყო", - დასძინა ფაბიომ.

რონალდუ "რეალის" ღირსებას 2009 წლიდან იცავდა. ამ დროის მანძილზე მან 15 ტიტული მოიგო, ჩემპიონთა ლიგის ოთხი თასის ჩათვლით.

გასულ სეზონში კრიშტიანუმ ყველა ტურნირზე ერთად საკლუბო დონეზე 42 მატჩი ჩაატარა და 42 გოლი გაიტანა.

შეგახსენებთ, პორტუგალიელის ანგარიშზე ხუთი "ოქროს ბურთია", საიდანაც ოთხი "რეალის" რიგებში დაისაკუთრა.
ინფორმაცია
მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.