სელტა
2-2
რეალი

26.01.2017 00:15
სტადიონი: ბალაიდოსი
ლალიგა
N
კლუბები
1
ბარსელონა
83
33
2
ატლეტიკო
72
34
3
რეალი
71
34
4
ვალენსია
66
34
5
ბეტისი
56
34
ბომბარდირები
N
ფეხბურთელები
1
მესი
29
2
რონალდუ
23
3
სუარესი
23
4
გრიზმანი
17
გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ, ზიდანი უნდა წავიდეს დაკავებული პოსტიდან?

FACEBOOK
'რონალდოში მილიონებს ყრით, ჩვენთან კი წუწუნებთ' | FIAT-ში გაფიცვით იმუქრებიან
'რონალდოში მილიონებს ყრით, ჩვენთან კი წუწუნებთ' | FIAT-ში გაფიცვით იმუქრებიან
12-07-2018, 00:09
174 / 0
FIAT, რომელსაც ამჟამად რთული ფინანსური დროება უდგას, ტურინული კლუბის სპონსორია
იუვენტუსში რონალდოს ტრანსფერმა ავტომწარმოებელ კომპანიაში უკმაყოფილება გამოიწვია
FIAT-ის თანამშრომლებმა გაფიცვა 15-17 ივლისს დააანონსეს

იტალიური ავტომწარმოებელი კომპანია FIAT-ის თანამშრომლები უკმაყოფილონი დარჩნენ იმ თანხის ოდენობით, რომელიც ტურინის იუვენტუსმა მადრიდის რეალს კრიშტიანო რონალდოს ტრანსფერის სანაცვლოდ გადაუხადა. ამის შესახებ Football Italia იუწყება.

რატომ გადავიდა რონალდო იუვეში? რას იზამს რეალი? პასუხი 5 მთავარ კითხვაზე
FIAT ტურინული კლუბის სპონსორია, კომპანიის თანამშრომლები კი მიიჩნევენ, რომ მაშინ, როცა ხელმძღვანელობა ეკონომიკურ სირთულეებზე წუწუნებს, სხვა პროექტებისთვის ამხელა თანხას არ უნდა იმეტებდეს.

იტალიური კომპანიის თანამშრომლები გაფიცვას აპირებენ და ამას 15-17 ივლისს გეგმავენ.

"გვეუბნებიან, რომ რთული დროება გვიდგას, კომპანია კი ამ დროს ასობით მილიონს ფეხბურთელის შეძენაში იხდის. ეს მიუღებელია. კომპანიისთვის პირველ ადგილზე თანამშრომელთა ინტერესები უნდა იდგეს, მაგრამ მფლობელებს საფეხბურთო სამყარო, გართობა და სხვა დანარჩენი უფრო აინტერესებთ", - ნათქვამია თანამშრომელთა განცხადებაში.

არსებული ინფორმაციით, პორტუგალიელი ფეხბურთელის ტრანსფერი ტურინის იუვენტუსს, დაახლოებით 112 მილიონი ევრო დაუჯდა.

კრიშტიანო რონალდო "ბებერ ქალბატონში" ხელფასის სახით 4 წლის განმავლობაში წლიურ 30 მილიონ ევროს მიიღებს.
ინფორმაცია
მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.