სელტა
2-2
რეალი

26.01.2017 00:15
სტადიონი: ბალაიდოსი
ლალიგა
N
კლუბები
1
ბარსელონა
83
33
2
ატლეტიკო
72
34
3
რეალი
71
34
4
ვალენსია
66
34
5
ბეტისი
56
34
ბომბარდირები
N
ფეხბურთელები
1
მესი
29
2
რონალდუ
23
3
სუარესი
23
4
გრიზმანი
17
გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ, ზიდანი უნდა წავიდეს დაკავებული პოსტიდან?

FACEBOOK
პელე, მარადონა, მესი და სხვები - რას ამბობენ მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები კრიშტიანო რონალდოს შესახებ
პელე, მარადონა, მესი და სხვები - რას ამბობენ მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები კრიშტიანო რონალდოს შესახებ
12-07-2018, 00:03
929 / 0
მსოფლიოს ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა კრიშტიანო რონალდომ მადრიდის "რეალი" დატოვა.

გთავაზობთ ფრაზებს, რომლებსაც მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები მის მიმართ ამბობენ.

"კრიშტიანო რონალდო ალფრედო დი სტეფანოსთან ერთად ისტორიაში საუკეთესოა", - ფლორენტინო პერესი.

ორი აზრი არ არსებობს, რომ რონალდო უდიდესი ფეხბურთელია. ვფიქრობ, ის დღეს მსოფლიოში საუკეთესოც კი არის. პორტუგალიელი გოლების მანქანა და შესანიშნავი ფორვარდია", - პელე.

ჩემს შვილებს პელეს თამაშისთვის არ უყურებიათ, მაგრამ მის შესახებ იციან. 40 წლის შემდეგ ბავშვებს კრიშტიანო რონალდოს შესახებაც ეცოდინებათ", - ჟოზე მოურინიო.

"კრიშტიანო ფეხბურთის მემკვიდრეობის ნაწილია. ის ერთ-ერთი ფეხბურთელია, ვისაც მარტოს შეუძლია გუნდის ფინალში გაყვანა", - დიეგო მარადონა.

"კრიშტიანო რონალდო დიდებული ფეხბურთელია, რომელსაც შესანიშნავი შესაძლებლობები აქვს. ის ყოველწლიურად თამაშს კიდევ უფრო ხვეწს, რაც მაფიქრებინებს, რომ კრიშტიანო მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა", - ლიონელ მესი.

"კრიშტიანო სხვა პლანეტიდანაა. მან იცის, როგორ გაიტანოს გოლები. ის განსხვავებული და განსაკუთრებულია", - ზინედინ ზიდანი.

"კრიშტიანო რონალდო უკეთესია, ვიდრე ლიონელ მესი. ის სხვა პლანეტიდანაა", - პრედრატ მიატოვიჩი.

"კრიშტიანო რონალდო საუკეთესოა და ამაზე კამათიც არ ღირს", - ფერნანდუ სანტუში.

"რონალდო ის ფორვარდია, რომელიც ჩვენ აქამდე არასდროს გვინახავს", - სერხიო რამოსი.

"რონალდო ფენომენი და მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია", - ალფრედო დი სტეფანო.
ინფორმაცია
მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.