სელტა
2-2
რეალი

26.01.2017 00:15
სტადიონი: ბალაიდოსი
ლალიგა
N
კლუბები
1
ბარსელონა
83
33
2
ატლეტიკო
72
34
3
რეალი
71
34
4
ვალენსია
66
34
5
ბეტისი
56
34
ბომბარდირები
N
ფეხბურთელები
1
მესი
29
2
რონალდუ
23
3
სუარესი
23
4
გრიზმანი
17
გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ, ზიდანი უნდა წავიდეს დაკავებული პოსტიდან?

FACEBOOK
ვინ შეცვლის რონალდოს? რეალის ფანებმა მბაპე შეუკვეთეს
ვინ შეცვლის რონალდოს? რეალის ფანებმა მბაპე შეუკვეთეს
11-07-2018, 17:48
178 / 0
რეალის ფანების აზრით, კრიშტიანო კლუბის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია

კრიშტიანო რონალდოს ტრანსფერი მადრიდის რეალიდან ტურინის იუვენტუსში 112 მილიონი ევროს სანაცვლოდ ოფიციალურად დადასტურებულია. მადრიდულ კლუბს სუპერვარსკვლავი აღარ ჰყავს, ამას კი "სამეფო კლუბის" ფანები არ შეეგუებიან.

"მარკამ" ფანებს შორის გამოკითხვა მოაწყო, ერთ-ერთი კითხვა კი სწორედ კრიშტიანოს სავარაუდო შემცვლელს შეეხებოდა. გამოკითხვაში მონაწილეობა 200 ათასზე მეტმა ფანმა მიიღო.

ის საუკეთესოა
ფანების 63% მიიჩნევს, რომ რონალდო რეალის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია.

კარგად გაიყიდა
მიუხედავად იმისა, რომ რონალდო საუკეთესოდ მიაჩნიათ, მის წასვლას მაინც არ უყურებენ ცუდად - გამოკითხულთა 47%-ის აზრით, რონალდო "კარგად გაიყიდა". მხოლოდ 20% მიიჩნევს, რომ რეალს იგი არ უნდა გაეყიდა, 33% პროცენტის აზრით კი "სამეფო კლუბს" მეტი უნდა მოეთხოვა.

ფულის გამო წავიდა
გამოკითხულთა 57%-ს მიაჩნია, რომ კრიშტიანო ტურინში ფულის გამო წავიდა და მხოლოდ 14%-ს სჯერა, რომ მისი ტრანსფერის მიზეზი სპორტული იყო. 29% მიიჩნევს, რომ მას რეალში არასათანადოდ თბილად ექცეოდნენ.

რეალი წააგებს
ვინ წააგებს ამ ტრანსფერით მეტად, კრიშტიანო თუ რეალი? ფანების 68%-ს მიაჩნია, რომ წაგებული კლუბი დარჩება. ამასთან, გამოკითხულთა 65%-ს სჯერა, რომ რონალდოს წასვლის მერე რეალს გაუჭირდება.

ვერავინ დაეწევა
კითხვა - დაეწევა თუ არა ვინმე სტატისტიკაში კრიშტიანოს კლუბის ისტორიაში? 68%-ის პასუხი უარყოფითი იყო.

მაკრატელა იუვეს კარში
ფანებს უნდა დაესახელებინათ კრიშტიანოს ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი მადრიდულ კარიერაში. 54%-მა ასეთად იუვეს კარში გატანილი მაკრატელა იყო. მეორე ადგილზე (15%) გავიდა დუბლი ჩემპიონთა ლიგის ფინალში, 9%-ის აზრით ყველაზე დასამახსოვრებელი თასის ფინალში ბარსას კარში გატანილი გოლი იყო.

ვინ უნდა შეცვალოს რონალდო
ვინ შეცვლის კრიშტიანოს, რომელი ვარსკვლავია ყველაზე სასურველი რეალის ფანებისთვის? გამოკითხვაში კილიან მბაპეს კანდიდატურამ იმარჯვა - ფანების 54%-მა სწორედ ფრანგი თინეიჯერი მოინდომა კრიშტიანოს შემცვლელად. 15% მიიღო ბელგიელმა ედენ აზარმა, 14% - ნეიმარმა. ინგლისელ ჰარი კეინს მხოლოდ 10% ითხოვს. 6% "სხვას" უჭერს მხარს.
ინფორმაცია
მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.