სელტა
2-2
რეალი

26.01.2017 00:15
სტადიონი: ბალაიდოსი
ლალიგა
N
კლუბები
1
ბარსელონა
83
33
2
ატლეტიკო
72
34
3
რეალი
71
34
4
ვალენსია
66
34
5
ბეტისი
56
34
ბომბარდირები
N
ფეხბურთელები
1
მესი
29
2
რონალდუ
23
3
სუარესი
23
4
გრიზმანი
17
გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ, ზიდანი უნდა წავიდეს დაკავებული პოსტიდან?

FACEBOOK
შენ ყოველმხრივ მაგალითის მომცემი იყავი - "რეალის" ფეხბურთელები რონალდოს ემშვიდობებიან
შენ ყოველმხრივ მაგალითის მომცემი იყავი -
11-07-2018, 11:32
239 / 0
მადრიდის "რეალის" ფეხბურთელები კლუბიდან კრიშტიანო რონალდოს წასვლას სოციალურ ქსელში ეხმაურებიან.

"კრიშტიანო, შენი გოლები, რიცხვები, რაც ერთად მოვიგეთ, ყველაფერზე თავად მეტყველებს". შენ დაიმსახურე, რათა სამუდამოდ მადრიდის "რეალის" ისტორიაში შეხვიდე.

ფანები შენ არასდროს დაგივიწყებენ. El Bicho, ჩემთვის შენ გვერდით თამაში დიდი საგანძური იყო. გეხვევი და წარმატებებს გისურვებ", - წერს სერხიო რამოსი.

"მე მქონდა ბედნიერება, მთელ მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელის გვერდით მეთამაშა. შენს მომდევნო კლუბში წარმატებებს გისურვებ", - წერს ტეო ერნანდესი.

"შენ გვერდით თამაში დიდი ბედნიერება იყო. შენ ყოველმხრივ მაგალითის მომცემი იყავი. კარიერის შემდეგ ეტაპზე წარმატებებს გისურვებ", - წერს მარკო ასენსიო.

"შენთან ერთად მე ბევრი რამ ვისწავლე. მე ყველაფერი მსიამოვნებდა და ტიტულებს ვიგებდი. მადლობა ყველაფრისთვის, ჩემო მეგობარო", - წერს კაზემირო.

"შენ ყოველთვის პირველი ნომერი იქნები. მადრიდის "რეალის" გულშემატკივრები შენ, როგორც ლიდერს, ისე დაგიმახსოვრებენ.

წარმატებები შენს ახალ გუნდში, El Bicho!", - დაწერა ნაჩო ფერნანდესმა.

"დიდებული ფეხბურთელი და არაჩვეულებრივი პიროვნება. დიდი პატივი იყო 5 წლის განმავლობაში შენ გვერდით თამაში. წარმატებები, ჩემო მეგობარო", - წერს გარეთ ბეილი.
ინფორმაცია
მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.