სელტა
2-2
რეალი

26.01.2017 00:15
სტადიონი: ბალაიდოსი
ლალიგა
N
კლუბები
1
ბარსელონა
83
33
2
ატლეტიკო
72
34
3
რეალი
71
34
4
ვალენსია
66
34
5
ბეტისი
56
34
ბომბარდირები
N
ფეხბურთელები
1
მესი
29
2
რონალდუ
23
3
სუარესი
23
4
გრიზმანი
17
გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ, ზიდანი უნდა წავიდეს დაკავებული პოსტიდან?

FACEBOOK
პერესმა ჯიბრზე რონალდოს ......
პერესმა ჯიბრზე რონალდოს ......
8-07-2018, 23:34
277 / 0
მადრიდის რეალის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი უკმაყოფილოა, ტურინის იუვენტუსში შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით, კრიშტიანო რონალდოსა და მისი აგენტის ჟორჟე მენდეშის ქცევით.

La Stampa წერს, რომ ამის გამო მადრიდული კლუბის ბოსმა ფეხბურთელის 100 მილიონ ევროს სანაცვლოდ გაშვებაზე დადებული ჯენტლმენური შეთანხმების დარღვევა გადაწყვიტა, რომელიც მხარეებმა ჯერ კიდევ იანვარში დადეს. გამოცემის ცნობით, ახლა პერესი პორტუგალიელში 150 მილიონ ევროს ითხოვს, 130 მილიონ ევროზე დაბალ ფასზე ლაპარაკის დაწყებას კი გამორიცხავს.
ამის მიუხედავად, იუვენტუსში ღრმად სწამთ, რომ რონალდოს დამატებას ამ ზაფხულსვე მოახერხებენ.

როგორც ირკვევა, იუვენტუსის მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ ამ წლის აპრილში ლონდონის არსენალს უარი იმის გამო უთხრა, რომ "ბებერი ქალბატონის" ბოსები კრიშტიანო რონალდოს შეძენას დაპირდნენ. ამის შესახებ Sunday Times-ის ჟურნალისტი დუნკან კასლსი იუწყება:

"მაცნობეს, რომ ალეგრის რონალდოს დამატება ძალიან სურს და ეს ტრანსფერი გუნდის გადაწყობის წინაპირობა უნდა გახდეს. ამის გარეშე მასიმილიანო არ დათანხმდებოდა იუვენტუსში კიდევ ერთი წლით დარჩენას, რადგან წინადადებები რეალისა და არსენალისგან ჰქონდა”, - აქვეყნებს კასლსის სიტყვებს Express.co.uk.

თავად 33 წლის ფორვარდი, რომელიც ცოტა ხნის წინ მუნდიალს პორტუგალიის ნაკრებთან ერთად დაემშვიდობა, ამჟამად თავის მეგობარ გოგონასთან ერთად საბერძნეთში ისვენებს.
ინფორმაცია
მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.